BBC-მ საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (BBC) საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
“2 წლის წინ ანომ TikTok-ზე ახალგაზრდა ქალის ვიდეო ნახა, რომელიც მისი ორეულივით გამოიყურებოდა. მაშინ მან არ იცოდა, რომ უცნობი მისი ტყუპისცალი ემი იყო. ანოსა და ემის მსგავსად ათასობით ქართველი იგებს, რომ ისინი დაბადებისას უკანონოდ გაშვილდნენ”. – წერია ფილმის აღწერილობაში.
ფილმის კიდევ ერთი გმირია არასამთავრობო ორგანიზაციის, ვეძებ დამფუძნებელი . მუსერიძის თქმით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ერთი ადამიანის დახმარებით და 1950 წლიდან 2004-2005 წლებამდე სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვა-გაშვილების სქემების შესახებ ეჭვის გაჩენით დაიწყო.
BBC-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა 2024 წლის 26 იანვარს არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინა ბერიძე: ვფიქრობდი, რომ რაკი ჩემს გამოსვლას ძირითადად ლინგვისტებში გამოუჩნდა ოპონენტები, აქამდე რომელიმე მათგანი დადებდა საპასუხო კვლევას, რომლითაც საწინააღმდეგოს დაამტკიცებდა