BARTA-ს დაჯილდოების ცერემონიალი 28 თებერვალს გაიმართება

ხვალ, 28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის მეექვსე ცერემონიალი, შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართება.
BARTA-ს დაჯილდოების ცერემონიალის კონკრეტული ამოცანებია:

• BARTA-ს დაჯილდოების ცნობადობის ამაღლება და აღიარება ფართო საზოგადოებაში;
• გამარჯვებული კომპანიების მიღწევების და წვლილის ხაზგასმა;
• დამსწრეთათვის პლატფორმის შექმნა კავშირების და პროფესიული ურთიერთობების დასამყარებლად;
• მონაწილეებისთვის ინფორმაციის, მოსაზრებების და იდეების გაზიარების შესაძლებლობის შექმნა.
ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, 2024 წლის BARTA მოიცავს ჯილდოს “მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის” კომპანიების თითოეულ ძირითად კატეგორიაში. ეს ანგარიშები მომზადებული უნდა იყოს საერთაშორისო აღიარების მქონე ისეთი ჩარჩოს შესაბამისად, როგორიცაა მდგრადობის ანგარიშგების ევროპული სტანდარტები.
ღონისძიება მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადი განვითარების ანგარიშგების რეფორმების ცენტრის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და მდგრადი განვითარების ანგარიშგების გაუმჯობესების პროგრამის (EAASURE) მხარდაჭერით გაიმართება.