Banco Santander–მა მესამე კვარტალში რეკორდული წმინდა მოგება დააფიქსირა

ესპანეთის უმსხვილესმა ბანკმა Banco Santander SA-მ მესამე კვარტალში წმინდა მოგება 7.8%-ით გაზარდა, ამასთან, ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.
Santander–ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ რომ ივლის-სექტემბერში მისმა წმინდა მოგებამ რეკორდული 3.5 მილიარდი ევრო შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 3.25 მილიარდ ევროს შეადგენდა.