Baltika დანიურ Carlsberg-ს 4.4 მილიარდ რუბლს ედავება

ლუდის მწარმოებელი კომპანია Baltika დანიურ Carlsberg-ს 4.4 მილიარდ რუბლს ედავება – სარჩელი სანქტ-პეტერბურგის სააბიტრაჟო სასამართლოშია შეტანილი.
შპს Baltika Brewing Company-მ შეიტანა სარჩელი სანქტ-პეტერბურგის საარბიტრაჟო სასამართლოში დანიური Carlsberg Breweries A/S-ისგან თანხების ამოღებაზე. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა 4,41 მილიარდი რუბლია, საიდანაც 4,09 მილიარდი რუბლი არის ერთი კომპანიის მხრიდან მეორე კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება. დარჩენილი თანხა არის სესხის პროცენტი. სხვა დეტალები არ გავრცელებულა, კომპანიებს სარჩელის შეტანის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამ დროისთვის Baltika არის Carlsberg Group-ის ნაწილი, მაგრამ 2023 წლის ივლისიდან ის არის ფედერალური ქონების მართვის სააგენტოს დროებითი მართვის ქვეშ. კონტროლის გადაცემის შემდეგ, დანიურმა კომპანია Carlsberg-მა Baltika-სთან ბრენდების სალიცენზიო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ