Balenciaga უჩვეულო იდეებით რომ გამოირჩევა და ყოველდღიურ ნივთებს ბრენდირებულ ტანსაცმლად აქცევს, უკვე ვიცით. ახლა კი წელზე შემოხვეული პირსახოცი კაბად წარმოგვიდგინა.
პირსახოცის ქვედაბოლო ჯერჯერობით მხოლოდ ბეჟ ფერშია გადაწყვეტილი, თუმცა მალე ნაცრისფერ და შავ ვერსიებსაც ვიხილავთ. ალბათ, ასეთი ტონები იმიტომ გადაწყვიტეს, მარტივად რომ შევუხამოთ დანარჩენ ტანსაცმელს… ბუნებრივია, შხაპიდან გამოსულები წელზე შემოხვეული პირსახოცით პირდაპირ არ წავალთ სამსახურში, მაგრამ ახლა ტანსაცმლის ბრენდი მას „მოდურ“ მხარეს უძებნის.
როგორც Balenciaga-ში აღნიშნავენ, ქვედაბოლო უნისექსია. ორი შიდა სამაგრიც აქვს, რათა წელზე მყარად დაფიქსირდეს, გარედან კი მხოლოდ მინიმალისტურ პირსახოცს ჰგავდეს. მისი ფასი კი 925 აშშ დოლარია…