ივნისში, მაისთან შედარებით, მსოფლიოში აქტიური ნავთობისა და გაზის საბურღი დანადგარების რაოდენობა 24-ით გაიზარდა, – ინფორმაციას კომპანია Baker Hughes-ის ავრცელებს.
საშუალოდ, მსოფლიოში 1600 დანადგარი ფუნქციონირებდა, მაისში ეს მაჩვენებელი 1576 იყო. ამავდროულად, ივნისის დონე 2024 წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 107-ით ნაკლებია.
