BAG: დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 9.8 ქულით გაუმჯობესდა და28.9 ქულა შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ.
მესამე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდესსექტორებში დაფიქსირებულ გაზრდილ გაყიდვებსროგორც მიმდინარე კვარტალში, ასევე, მომავალ კვარტალში არსებულ პოზიტიურ მოლოდინებს გაყიდვების მიმართულებით.
უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, კვლევის ანგარიშში ასევე განხილულია, კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტალშიკომპანიების 25%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, სადაც სექტორებს შორის, მშენებლობისსექტორი გამოირჩევა. კერძოდ, სექტორში გამოკითხული კომპანიების 36%-მა გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება მიმდინარე კვარტალში.
საგულისხმოა ასევე, რომ გამოკითხულთა 92%-ის განცხადებით, აღნიშნული სახელფასო ზრდა 0-20%-იან შუალედში დაფიქსირდა.
ინფორმაციისთვის, BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებსყოველკვარტალურად.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.