B ჰეპატიტის მართვის პროგრამაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 15 კლინიკა ჩაერთო

B ჰეპატიტის მართვის პროგრამაში ამ ეტაპზე პროგრამაში 15 კლინიკა მონაწილეობს.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს კლინიკებია:
,,ლჯ და კომპანია – დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი”, იმერეთი, ქ.ქუთაისი, პეტრე ჩხობაძის ქ.N20;

,,იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი”, ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N27/გრიშაშვილის მე–4 შესახვევი N9;

,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი”, ქ.ქუთაისი, ს ქუჩა N40;
“სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი”, აჭარა, ქ., ქათამაძის N11;

,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა”, ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N16;

,,ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი”, ქ.თბილისი, ყაზბეგის N16;
,,ავერსის კლინიკა”, ქ.თბილისი, ნავთლუღის ქ. N11-13 (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N27ბ);
,,ნეოლაბი”, ქ.თბილისი, ტაშკენტის N47;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თბილისი, წინანდლის ქ. N9;

ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“, ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ. N18/20;
,,ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი”, გურჯაანი, რუსთაველის ქ. N22;

“რუსთავის მედიცინის სახლი-N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი”, ქ.რუსთავი, ოდიშარიას ქ.N19;

“ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო”, ქ.ზუგდიდი, ონარია.

,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი”, ქ. გორი, ჭავჭავაძის N56;
,,ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრი”, ქ.ოზურგეთი, ერისთავის ქ.N22.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 20 ივნისიდან დაიწყო – პაციენტები სერვისს სრულად უფასოდ მიიღებენ. პროგრამის მიზანი, საქართველოში, B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა.
პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი მოგვიანებით დაიწყებენ.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე – პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.
პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.
B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ. იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.

სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს – პროგრამაში ჩართულია 15 სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.
jandacva.ge