Azimuth-ი უფადან თბილისის მიმართულებით იწყებს რეისებს

რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი აგრძელებს ფრენების რაოდენობის ზრდას ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის დედაქალაქიდან: ავიაკომპანია აპირებს პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას უფას და თბილისს შორის. ს ფედერაციის ქალაქსა და საქართველოს დედაქალაქს შორის პირველი რეისის განხორციელება 2024 წლის 26 იანვარს იგეგმება.
ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება. უფასა და თბილისს შორის მგზავრობის დრო კი 3 საათს შეადგენს.
აღნიშნულ მიმართულებაზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე და პარტნიორ აგენტებთან.
წყარო: ავიანიუსი

ასევე დაგაინტერესებთ