AZAL-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს
აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი (AZAL) მგზავრებს ზაფხულის ფრენების განრიგის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობას სთავაზობს. 28 აპრილიდან ავიაკომპანიამ ტივატის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო, ხოლო 2 მაისიდან – ბათუმის მიმართულებით იწყებს რეისებს.
AZAL-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პოპულარულ კურორტებზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება: მონტენეგროს ქალაქ ტივატის მიმართულებით – ორშაბათს და ხუთშაბათს და საქართველოს ქალაქ შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში – პარასკევს და კვირას.
გახადეთ თქვენი ზაფხული უფრო დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი – აღმოაჩინეთ ტივატისა და ბათუმის სანაპირო ქალაქები AZAL-თან ერთად.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე www.azal.az, ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ასევე ავიაკომპანიის ავიაბილეთების სალაროებსა და აკრედიტებულ სააგენტოებში.
წყარო: avianews.ge
