აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს პარიზში შეხვდნენ, რათა უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებული აშშ-ის გეგმა განეხილათ, – ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის გეგმის თითქმის ყველა ასპექტზე უკრაინასთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, თეთრ სახლს სურს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მკაფიო პასუხი მიიღოს წინადადებასთან დაკავშირებით.
პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც უიტკოფმა და კუშნერმა ორდღიანი მოლაპარაკებები გამართეს უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან.
გუშინ ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი პარიზში, აშშ-ის საელჩოში იმყოფებოდა.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა Axios-ს განუცხადეს, რომ ზელენსკი, შესაძლოა, მომავალ კვირას აშშ-ში გაემგზავროს და დონალდ ტრამპს შეხვდეს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ისინი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს შეხვდნენ ერთმანეთს.




