Axios: რესპუბლიკელი კომიტეტის თავმჯდომარეების გამაფრთხილებელი გასროლა ტრამპს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარეები, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ როჯერსი და რესპუბლიკელი სენატორი როჯერ ვიკერი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ შესაძლოა, თეთრმა სახლმა მალე შეცვალოს მთელი საბრძოლო სარდლობის სტრუქტურა საზღვარგარეთ.
კერძოდ, მედიაში გავრცელებული ცნობით, შესაძლოა, -მა ევროპაში ნატოს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლის პოზიცია დატოვოს და გააუქმოს იაპონიაში აშშ-ის ძალების მოდერნიზაციის გეგმები.
როგორც კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებულები არიან გავრცელებული ინფორმაციით და მათთვის მიუღებელია აშშ-ის საბრძოლო სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება ძლიერი უწყებათაშორისი პროცესის გარეშე.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ცნობებით, რომ თავდაცვის დეპარტამენტი განიხილავს ცალმხრივ ცვლილებებს მთავარ სტრატეგიულ საკითხებზე, მათ შორის, საზღვარგარეთ განლაგებული აშშ-ს სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი შემცირებას, თეთრ სახლთან და კონგრესთან კოორდინაციის გარეშე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა გაზარდონ თავიანთი წვლილი ჩვენი ალიანსის სტრუქტურის გასაძლიერებლად და მხარს ვუჭერთ ამერიკის ლიდერობის შენარჩუნებას საზღვარგარეთ. ამიტომ, ჩვენ არ მივიღებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩვენს საბრძოლო სტრუქტურაში, რომელიც განხორციელდება ძლიერი უწყებათაშორისი პროცესის, საბრძოლო მეთაურებთან და გაერთიანებულ შტაბთან კოორდინაციისა და კონგრესთან თანამშრომლობის გარეშე.
ასეთი ნაბიჯები საფრთხეს უქმნის შეკავების პოლიტიკას მთელს მსოფლიოში და ასუსტებს ჩვენი მოლაპარაკებების პოზიციებს ამერიკის მოწინააღმდეგეებთან“, – ნათქვამია მაიკ როჯერსის და როჯერ ვიკერის ერთობლივ განცხადებაში.
ამერიკული გამოცემა Axios მაიკ როჯერსის და როჯერ ვიკერის ერთობლივ განცხადებას სადმი „გამაფრთხილებელი გასროლად“ აფასებს.
როგორც გამოცემა წერს, ეს განცხადება მნიშვნელოვანია იმით, რომ „ეს არის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გაფრთხილება დღემდე ტრამპის გეგმების შესახებ ხელისუფლების ნაწილების პოტენციური რეორგანიზაციის შესახებ“.