Axios: პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა ძალიან ახლოსაა

-ის, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები, რომლებიც 23-24 იანვარს აბუ-დაბიში მიმდინარეობდა, 1 თებერვალს იმავე ადგილას გაგრძელდება.

ინფორმაციას Axios-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დაადასტურა, რომ მხარეებმა დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მისი თქმით, გასული შეხვედრები „ძალიან კონსტრუქციული“ იყო.

გამოცემის წყაროს თქმით, მხარეები „პუტინისა და ზელენსკის შეხვედრასთან ძალიან ახლოს არიან“. მან დასძინა, რომ თუ შემდეგ რაუნდზე კიდევ უფრო მეტი პროგრესი იქნება, „ამან შესაძლოა ომში მყოფი ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრამდე მიგვიყვანოს მოსკოვში ან კიევში“.

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მეორე დღის ბოლოს, სამივე ქვეყნის გუნდმა ერთად ისადილა. „გარკვეულ მომენტში ყველა თითქმის მეგობრებივით გამოიყურებოდა. იმედის გრძნობა გამიჩნდა“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ