Axios: ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების მოგერიების პროცესში ამერიკელი სამხედროები აქტიურად არიან ჩართულები

გამოცემა Axios ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების მოგერიების პროცესში ამერიკელი სამხედროები აქტიურად არიან ჩართულები.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.

ისრაელის გადაუდებელი დახმარების სამსახურების ცნობით, დაშავდა 15 ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა “წითელ ხაზებს გადააბიჯა”, როდესაც მის მიერ გაშვებული რაკეტები სამოქალაქო დასახლებებს მოხვდა.

“ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მოქალაქეების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლების რეჟიმმა მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი კრიმინალური ქმედებებისთვის”. – აღნიშნა კაცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო