Axios – ისრაელის მთავრობამ ქვეყნის გენერალური პროკურორის გათავისუფლებას მხარი ერთხმად დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ ქვეყნის გენერალური პროკურორის გათავისუფლებას მხარი ერთხმად დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
კენჭისყრამდე ისრაელის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის, გალი ბაჰარავ-მიარას გათავისუფლების შესახებ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში არ შევა იქამდე, სანამ მოსამართლეები პროცესის კანონიერების შესახებ არ იმსჯელებენ.
ცნობისთვის, გალი ბაჰარავ-მიარა კორუფციის საქმეზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში ბრალდების მხარეს წარმოადგენს. ასევე, ის ნეთანიაჰუს თანაშემწეების კატართან სავარაუდო კავშირების საქმეს იძიებს.
ისრაელის იუსტიციის მინისტრმა, იარივ ლევინმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესთან კავშირი არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები