Axios – ნიკოლას მადუროსთან საუბარს გეგმავს

დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროსთან საუბარს გეგმავს, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ „ამ ეტაპზე ვენესუელაში შესვლას და მადუროს მოტაცებას ან მის მოკვლას არავინ გეგმავს“.
„ვერ ვიტყოდი, რომ ეს არასდროს მოხდება, მაგრამ ახლა ეს გეგმა არ არის. იქამდე, ჩვენ ნარკოტიკების გადამზიდ ნავებს ავაფეთქებთ და ნარკოტრეფიკინგს შევაჩერებთ“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
გამოცემის ინფორმაციით, -სა და ვენესუელის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ნიკოლას მადუროს შორის სატელეფონო საუბრის სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული კარტელისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება აშშ-ს სამხედრო მოქმედებებისთვის მეტ შესაძლებლობას აძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ