Axios – -სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები პარასკევს არის დაგეგმილი

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები პარასკევს არის დაგეგმილი , – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ -ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მოლაპარაკებებს პარასკევს, 6 თებერვალს, სტამბოლში გამართავენ.
წყაროების განცხადებით, შეხვედრის დაგეგმვა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თურქეთის, ეგვიპტისა და კატარის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგია.
ამასთან, გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სამშაბათს ისრაელში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.