Axios – და ში ომის დასრულების შესახებ ახალ გეგმაზე მუშაობენ

აშშ და ში ომის დასრულების შესახებ ახალ გეგმაზე მუშაობენ, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინაში ომის დასრულების ახალი გეგმა 28 პუნქტისგან შედგება და მასზე ს ადმინისტრაცია რუსულ მხარესთან ფარულად მუშაობს.
რუსმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ გეგმის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი რეაქცია ექნებათ გეგმაზე უკრაინელებსა და ევროპელებს“, – წერს გამოცემა.
Axios-ის ინფორმაციით, გეგმა ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება: მშვიდობა უკრაინაში, უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოება ევროპაში და -ის მომავალი ურთიერთობები უკრაინასთან და რუსეთთან.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გეგმაზე რუსეთის პრეზიდენტის, ს სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან ერთად მუშაობს.
წყაროს ცნობით, ამერიკულმა მხარემ უკრაინელებისთვის და ევროპელებისთვის გეგმის შესახებ ინფორმაციის გაზიარება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო – ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო – ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები