AWDC–მ ევროკომისიასა და აშშ–ს შორის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ბუნებრივ ბრილიანტებზე ნულოვანი იმპორტის გადასახადის დაწესებას მიაღწია

ანტვერპენის მსოფლიო ბრილიანტების ცენტრმა (AWDC), ბელგიის ალმასის ინდუსტრიის ქოლგა ორგანიზაციამ, ევროკომისიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ბუნებრივ ბრილიანტებზე ნულოვანი იმპორტის გადასახადის დაწესებას მიაღწია, – ამის შესახებ თავად ანტვერპენის მსოფლიო ბრილიანტების ცენტრმა განაცხადა.
გადასახადისგან გათავისუფლება 1 სექტემბრიდან აითვლება.
AWDC-ის განმარტებით, „ევროპული წარმოშობის“ ბრილიანტები, როგორიცაა ანტვერპენში მოჭრილი, აღარ დაექვემდებარება 15%-იან გადასახადს.