მოძალადე ბიძა | არასრულწლოვნის გაუპატიურება კახეთში

ბიძას, მამიდის ქმარს არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში ედება ბრალი. როგორც ოჯახის ახლობლები ყვებიან ბიძამ 14 წლის გოგოზე მაშინ იძალადა, როდესაც ოჯახი მისივე ცოლის ქელეხს ამზადებდა. ამ საზარელი ფაქტის შემდეგ მოძალადე მამაკაცი არასრულწლოვანის მეორე ბიძამ დაჭრა, რომელიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 14 წლის გოგო ამ დროისთვის საკუთარ სახლში იმყოფება და მასთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. საგარეჯოს კლინიკაში რჩება […]

დედას 5 წლის შვილს ართმევენ | ქალი ყოფილი ქმრის მფარველს ასახელებს

დედა მცირეწლოვანი შვილის დაბრუნებას წლებია ითხოვს. თამთა ჟვანიას 5 წლის ბავშვი ყოფილმა ქმარმა წაართვა. შვილის ნახვა მას ჯერ კიდევ ემიგრაციაში ყოფნისას შეუზღუდეს. მამის მითითებით 5 წლის გოგო დედას ვერც ტელეფონით და ვერც ვიდეო ზარით ეკონტაქტებოდა. ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი ამბობს რომ ყოფილი ქმარი მასაც ემუქრებოდა და შვილთან კომუნიკაციას უკრძალავდა. საქართველოში დაბრუნებულმა კი შვილის ნახვა მხოლოდ სოციალური […]

ინგლისში 6 ფეხით დაბადებულ სპანიელს ოპერაცია ჩაუტარდა

ინგლისში ექვსი ფეხით დაბადებულ სპანიელს, რომელიც სუპერმარკეტის ავტოსადგომზე იპოვეს, ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევის დროს ძაღლს ზედმეტი კიდურები მოაშორეს. შავი ფერის დედალ სპანიელს, რომელსაც პატარა ქალთევზას მთავარი პერსონაჟის, არიელის სახელი დაარქვეს, 2 დამატებითი კიდური სხეულის უკანა ნაწილიდან, კუდის გვერდით ჰქონდა გამოზრდილი. ძაღლი, რომელსაც სხეულზე მრავალი სხვა თანდაყოლილი დეფექტიც აღენიშნებოდა, სექტემბერში იპოვეს. ის Greenacres Rescue-მ შეიფარა და […]

მელია: ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფების შემდეგ უფრო მეტად აღელდება ბატონი ღარიბაშვილი

ბუნებაში არ არსებობს ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ან მის დაწყებამდე იტყვის, რომ მას არ აქვს შანსი გამარჯვების. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში, ალბათ, ბევრი შევთანხმდებით, რომ ცხოვრობს გაცილებით მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე, ვისაც აღარ სურს ბიძინა ივანიშვილის ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან. უახლოეს პერიოდში, მე მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე, სადაც […]

თანამშრომლობის იძულება | რა მეთოდებით ცდილობდა პოლიცია 31 წლის კაცის დაყოლიებას?

31 წლის კაცი, რომელიც პოლიციას ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებაში, შანტაჟსა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, “მთავარ არხს” რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა. ზურა მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია, ამიტომ ახალგაზრდა მამაკაცის სრულ იდენტიფიცირებას ,მისივე თხოვნით არ ვახდენთ. პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ვრცელ ინტერვიუში დეტალურად ყვება, რა გზებით აიძულებდა ძალოვანი უწყება მათთან თანამშრომლობას. ყველაფერი 2023 წლის 12 დეკემბერს საღამოს, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის […]

პოლიციელმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თვალი დაკარგა | კომპენსაციის მოთხოვნის შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს

დავით სადრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილი თანამშრომელია. პოლიციის გამოცდილი სერჟანტი, რომელმაც სამინისტროში ოც წელზე მეტი იმუშავა, სახლში ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს. ოფიციალური მიზეზი არავის განუმარტავს, თუმცა თავად დარწმუნებულია რომ სისტემამ ის უბრალოდ მოიშორა. დავით სადრაძის კარიერა შინაგან საქმეთა სამინისტროში 2000 წელს, ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო. ბოლოს კი ფოთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში დასრულდა. […]

თაღლითობა ივანიშვილის გარემოცვისგან | „ქართუ ბანკის“ იურისტს ფულის მითვისებაში ადანაშაულებენ

თაღლითობა ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვისგან. ოლიგარქის „ქართუ ბანკის“ იურისტს ალა კახნიაურსა და მის ოჯახს თაღლითობაში 15-მდე პირი ადანაშაულებს. საქმე ამხანაგობა “ნაძალადევი 2008”-ის საქმიანობას ეხება, როდესაც ამხანაგობის ანგარიშზე ათიათასობით დოლარი ირიცხებოდა, თუმცა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში კუთვნილ ბინებს დაზარალებულები ამ დრომდე უშედეგოდ ელიან. საქმის გამოძიება კი ჭიანურდება. დაზარალებულები ამ პროცესს “ქართუ ჯგუფის” იურისტს, ალა კახნიაურს უკავშირებენ. ეჭვს […]

ჩვენ გადავწყვიტეთ თავიდან ავიცილოთ საქონლისა და იარაღის გადამზიდავი გემების მიმოსვლა ისრაელამდე – იემენის უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს წევრი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საჰაერო შეტევის ბრძანება ისევ გასცა. ციდან შეტევის ობიექტი ამჯერად “ჰუსიტების” რაკეტ-გამშვები დანადგარები იყო. მასიური თავდასხმების მიუხედავად, ამბოხებულები კი უკან დახევაზე უარს ამბობენ და კომერციულ გემებზე თავდასხმით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ. იემენის უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს წევრი, შეიხ სულთან ალ-სამიის განცხადებით, მათი მიზანი, საქონლისა და იარაღის გადამზიდავი გემების ისრაელამდე მიმოსვლის შეფერხებაა. “ამერიკულმა […]

“ამ ფოტოდან 12 წელია გასული, მაშინაც მეგონა, რომ უამრავი პრობლემა მქონდა ვიზუალურად”– თიკა ფაცაციას გამოქვყნებულმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა

· 45 თიკა ფაცაციამ „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით სოციალურ ქსელებში ე.წ. ფილტრების გამოყენებაზე ისაუბრა. „გავხდე უკეთესი „მე“, ალბათ, არ გულისხმობს ფილტრების გამოყენებას. ამ ფოტოდან 12 წელია გასული. მაშინაც მეგონა, რომ უამრავი ხარვეზი და პრობლემა მქონდა ვიზუალურად. არავის ჭკუას არ ვასწავლი, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დროსთან ერთად ვიცვლებით და ეს არის კარგი, ჯანსაღი, სასურველი და […]

პაპუაშვილი: გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია წარვუდგინე, მან თანამშრომლებს ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოცაილურ ქსელში წერს. “ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადე მრავალწლიანი საქმიანობისთვის, ახალ დირექტორს კი წარმატებები ვუსურვე საერთო ეროვნულ საქმეში. კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. აგრეთვე ვისაუბრეთ ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო […]