ატყდა დავიდარაბა. “სლოვანმა” რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა – კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

კატარში შეკრებაზე მყოფი “სლოვანი” ამხანაგურ მატჩში მოსკოვის “დინამოსთან” 1:2 დამარცხდა. პირველ ტაიმში “დინამოს” რიგებში ლუკა გაგნიძემ იასპარეზა. ბრატისლავურ გუნდში, რომელიც უმცროსი ვლადიმერ ვაისის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ითამაშეს. კანკავამ მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში სლოვაკელთა გუნდში შეცვლაზე თავისუფალ აგენტად მყოფი ვაკო გვილია შევიდა. რუსულ კლუბთან სპარინგმა უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია, […]
გერმანია უცხოელებზე ჯარში მსახურობის ნებართვის გაცემას განიხილავს

გერმანიაში მაღალი რანგის კანონმდებელმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-თან განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბუნდესვერში (ჯარში) მსახურობის ნებართვის გაცემის გეგმას განიხილავენ. ამასთანავე, პოტენციური გეგმით, ნებართვა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, არამედ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებზეც გავრცელდეს, ხოლო ამით უცხოეთის მოქალაქეებს გერმანიის მოქალაქეობის აღების გზა გაუმარტივდეთ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღნიშნული გეგმა მას შემდეგ წარადგინა, […]
ნოდია: პრობლემა, ზოგადად, სიღარიბე, კონკრეტულად კი ფულის მართვის კულტურის ნაკლებობაა

ვერაფერს ვიტყვი გამოსახლების კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე მოხდა. ზოგადი დამოკიდებულებაა მთავარი. ყოველთვის სამწუხაროა, როცა საქმე აქამდე მიდის. მაგრამ იქ, სადაც არსებობს ფულის გასესხება ქონების გარანტიით, ყოველთვის იარსებებს შანსი, რომ ვიღაცა ვალს ვერ გადაიხდის და ქონებას დაკარგავს. ეს როგორ უნდა გამოირიცხოს, არ მესმის (გარდა ამისა, რომ საბანკო სისტემა გაუქმდეს). „ბანკი“ ქვია გამსესხებელს თუ „მევახშე“, არსებითი […]
თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ

თურქეთის პარლამენტმა სამშაბათს, 23 იანვარს გამართულ სესიაზე დაამტკიცა შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ იუწყება Bloomberg-ი, რომელიც იხსენებს, რომ ალიანსის წევრმა თურქეთმა შვედეთის განაცხადის რატიფიცირებას წელიწადზე მეტი დრო მოანდომა. სანაცვლოდ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტოკჰოლმს რამდენიმე პირობის შესრულება მოსთხოვა. უპირველეს ყოვლისა, ქურთთა მუშათა პარტიის ანკარის იმ აქტივისტების ექსტრადირება, რომლებმაც თავშესაფარი მიიღეს შვედეთში და […]
ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა – “ბორდომ” გაიმარჯვა

ლიგა 2-ის 21-ე ტურში „ბორდომ“ სახლში აუტსაიდერი „ვალანსიენი“ 3:1 დაამარცხა. „ბორდო“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და შესვენების შემდეგ 18 წლის ნახევარმცველმა ემანუელ ბიუმლამ დააწინაურა, რომელსაც პასი პედრო დიასმა გაუკეთა. ცოტა ხანში მეტოქის კარი დიასმაც დალაშქრა. თუმცა, სტუმრებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს. 86-ე წუთზე კი ბორდოელთა სლოვენიელმა ლეგიონერმა ჟან ვიპოტნიკმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. […]
თურქეთმა შვედეთის NATO-ში მიღების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში მიღების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას ხმა 287-მა დეპუტატმა მისცა, 55 წინააღმდეგ წავიდა, 4-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. რატიფიკაცია ძალაში დოკუმენტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ შევა. მოსალოდნელია, რომ ეს პროცედურა მალევე დასრულდება. “დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით NATO-ს სრულუფლებიან წევრობას”. – წერს X-ზე შვედეთის პრემიერმინისტრი, ულფ კრისტერსონი. მასალა […]
თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

გრძელი დღის და მწვავე დისკუსიის შემდეგ თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. საკითხის განხილვა 4 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. პარლამენტში არსებული პარტიიებიდან შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი ერდოღანის პარტიამ, სამართლიანების და აღორძინების პარტიამ (AK), ასევე მისმა მოკავშირე ნაციონალისტურმა მოძრაობის პარტიამ (MPH) და ოპოზიცურმა რესპუბლიკურმა პარტიამ (CHP) დაუჭირეს, წინააღმდეგი კი ოპოზიციური ნაციონალისტური, ისლამისტური და მემარცხენე პარტიები იყვნენ. […]
„ყაზბეგში ბევრი სასტუმრო იხურება“ – ანა ალიბეგაშვილი მიზეზებზე

ყაზბეგში მდებარე სასტუმროს „სტეპ ინნ“-ის თანადამფუძნებლის, ანა ალიბეგაშვილის განცხადებით, ყაზბეგში სასტუმროებს ბევრი პრობლემა აქვთ, რის გამოც სასტუმროები იხურება. როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობაა და სასტუმროებს ხელფასების და კომუნალური ხარჯების დაფარვა უჭირთ. „ზამთრის დადგომასთან ერთად, რეგიონში რიგი პრობლემები დაიწყო. კერძოდ, ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობაა, რაც ყველაზე მკაფიოდ ყაზბეგში შეინიშნება. თავდაპირველად, როდესაც ოპერირება დავიწყეთ, პირველი […]
გერმანიაში, ბინადრობის კანონის დარღვევისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ბინადრობის კანონის დარღვევისთვის საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეები დააკავეს – გერმანული მედიის ცნობით, ძებნილი ქართველი გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ, 22 იანვარს, კელის მატარებლის სადგურზე შემოწმების დროს დააკავა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ ბინადრობის კანონის დარღვევის ფაქტზე დაკავების ორდერი გამოიცა, მან ჯარიმის გადახდა შეძლო და გათავისუფლდა. რაც შეეხება ასევე ძებნილ საფრანგეთის მოქალაქეს, ის გერმანულ-ფრანგული სამსახურის […]
ქარელის მერიამ საბავშვო ატრაქციონები მოაწყო სოფელში, სადაც ყველაზე ახალგაზრდა მაცხოვრებელი 49 წლისაა

ქარელის მერიამ საბავშო ატრაქციონები იმ სოფელში მოაწყო, სადაც ბავშვები არ ცხოვრობენ – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფელ აფნისში საბავშო ატრაქციონების მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დახარჯა. გამოცემასთან ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ხარჯის გაღების საჭიროება არ არსებობდა, რადგან სოფელში ბავშვი არ ცხოვრობენ. “სოფელში, სადაც ბავშვები საერთოდ არ არიან და ყველაზე ახალგაზრდა მაცხოვრებელი მე […]