“იყო შეთავაზება, რომ თუ ნებაყოფლობით დაცლიდა უძრავ ქონებას, დარეჯან დვალი გარემონტებულ, კეთილმოწყობილ, ავეჯით მოწყობილ ბინას ჩუქნიდა, იქამდე, დვალმა დაფარა მის მიერ აღებული ვალი, $15,000“ – კეკელიძეზე მდებარე ბინის ახალი მფლობელის ადვოკატი

ახალი დეტალები კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინასთან დაკავშირებით, საიდანაც გუშინ გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა – ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ საცხოვრებელს ახალი მფლობელი უკვე 6 წელია ჰყავს და ის საჯარო აუქციონზე მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, დარეჯან დვალმა 2018 წელს შეიძინა. ბინის ახალი მფლობელის ინტერესების დამცველის თქმით, დვალმა გადაიხადა წინა მესაკუთრის, მარინე ხატიაშვილის მიერ კერძო იპოთეკარისგან ნასესხები […]

გვაქვს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური საფუძვლები, რომ, არჩევნების შემდეგ, აუცილებლად შედგეს “ნაცმოძრაობის” გასამართლების პროცესი – გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალა” მორიგ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, რომელიც აერთიანებს “ნაცმოძრაობას”, “ლელოს”, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, “ევროპულ საქართველოს”, “გირჩი – მეტი თავისუფლებას”, “დროას” და “ლეიბორისტულ პარტიას”, უნდა გასამართლდეს. “უნდა მოეწყოს ქართული “ნიურნბერგის პროცესი”, რათა კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, “ელიტური” კორუფცია, არჩევნების გაყალბება, […]

განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, სხდომაზე, უმაღლესი განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს. “კავკასიის უნივერსიტეტში გავმართეთ მორიგი რექტორთა საბჭო. პერიოდულად ვმართავთ ასეთი ფორმატის შეხვედრებს, უნივერსიტეტის რექტორებთან და პრეზიდენტებთან, რათა ჩართულები იყვნენ განათლების რეფორმის იმ პროცესი, რომელიც ახლა სამინისტროში მიმდინარეობს. ვიმსჯელეთ […]

60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა წელსაც გაგრძელდება

60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, სპორტული სერვისებით ერთდროულად 400-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, სპორტულ მიმართულებებში, ჯამში, 1000 – ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. ცნობისთვის, თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო […]

არასწორი პარკირებაზე ჯარიმის გამოწერისთვის თანამშრომლებს ფიზიკურად უსწორდებიან, ამაზე გაჩუმებას არ ვაპირებ – კახა კალაძე

რასწორი პარკირებაზე ჯარიმის გამოწერისთვის თანამშრომლებს ფიზიკურად უსწორდებიან, მე ამაზე თვალის დახუჭვას და გაჩუმებას არ ვაპირებ, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს შემთხვევებში მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლიმ ხმალაძეს დაავალა, რომ შესაბამის უწყებებთან […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პერსონალი აქციას მართავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პერსონალი აქციას მართავს. საპროტესტო აქციის მონაწილეები კლინიკის დაანონსებულ დაკეტვას აპროტესტებენ. მათი თქმით, ახალი კლინიკის აშენება მისასალმებელია, თუმცა ძველმა ფუნქციონირება არ უნდა შეწყვიტოს. მათთვის ასევე მიუღებელია კომპენსაციის ის სახეები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს, რის გამოც კლინიკა მუშაობას აჩერებს. რესპუბლიკური საავადმყოფოში დასაქმებულებს, კლინიკის დანგრევის შემდეგ, სამსახურს ზუგდიდის […]

სებ-ი ცოდნის გაზიარების სტრუქტურირებულ, ორგანიზებულ პლატფორმას შექმნის – ნათია თურნავა

მოხარულები ვართ, რომ საგანმანათლებლო სივრცის შექმნის შესახებ ეროვნული ბანკის ინიციატივა ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს გავუზიარეთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სსფ-ის მისიის წარმომადგენელთან საქართველოში, ენდრიუ ჯუველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკსა შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვასა და ცოდნისა და გამოცდილების […]

წყალტუბოს სანატორიუმ „მედეაში“ 5 წელში 120-ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყოს – რა ვალდებულებები აქვს მფლობელ კომპანიას

რისი გაკეთება იგეგმება სანატორიუმ „მედეაში“ – ქონების ეროვნული სააგენტო ინფორმაციის მიხედვით, საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად სანატორიუმის მფლობელმა კომპანიამ არაუგვიანეს 60 თვის ვადაში უნდა მოაწყოს არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც უნდა მოიცავდეს საკონფერენციო დარბაზებს, რესტორანს/რესტორნებს და ა.შ.. კომპანიას ევალება კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის/ბრენდის სახელით. ამასთან, კომპანიამ „მედეაში“ […]

რუსეთის დუმის დეპუტატი კადიროვს ბოდიშს საჯაროდ უხდის, აქამდე კადიროვმა მას უთვისტომო უწოდა

რუსეთის სახელწმიფო დუმის დეპუტატმა, მიხაილ მატვეევმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ბოდიში საჯაროდ მოუხადა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ნაწყვეტი მისი ინტერვიუდან, რომელშიც რადიკალური ისლამიზმის პრობლემასა და რუსეთში მიგრანტების ნაკადის შედინებაზე საუბრობდა. ამ ჩანაწერთან დაკავშირებით რამზან კადიროვმა საკუთარი კომენტარი ტელეგრამ-არხზე გააკეთა. “ყველაზე საშიში ის მტერია, რომელიც ზურგში ზის. ის უთვისტომოა, ეშინია და იმითაა დაკავებული, ნამდვილ პატრიოტებს შორის […]

ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევარი აღმოაჩინეს

ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევარი აღმოაჩინეს ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევარი აღმოაჩინეს. ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს – „ირემი“ – საექსპერტო კვლევა ჩაუტარა და დაადასტურა, რომ ნამუშევარი ფიროსმანს ეკუთვნის. „როდესაც ვინმეს სჭირდებოდა საქართველოში დაედასტურებინა საკუთრებაში არსებული ამა თუ იმ კულტურული ფასეულობის ავტორისადმი მიკუთვნების ფაქტი, ამისათვის საჭირო იყო ძალიან გრძელი გზის […]