საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა – პრემიერ მინისტრი
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო და სომხეთი ყოველთვის იყვნენ სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორები და ეს რეალობა დღეს ოფიციალურად გაფორმდა. “განსაკუთრებით მინდა, გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ […]
დიდი ოპტიმიზმით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას – ირაკლი ღარიბაშვილი
დიდი ოპტიმიზმით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. […]
ის, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც – ირაკლი ღარიბაშვილი
ის, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. “დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თვე, 15 დეკემბერი იყო მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც, რა […]
“ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე” – ფაშინიანი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საბაჟო ორგანოებს შორის, ორ ქვეყანას შორის ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა იგეგმება, რაც საზღვრის კვეთას შეამცირებს. ფაშინიანმა ასევე ისაუბრა მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტზე. ეს პროექტი მან ოქტომბერშიც წარადგინა საქართველოში, რაც გულისხმობს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ერთმანეთთან დაკავშირებას სომხეთზე გამავალი მარშრუტებით. […]
ღარიბაშვილი: სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობას ხელი მოვაწერეთ
მინდა, განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რაზეც ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დავაანონსეთ, რომ ჩვენ სომხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელს მოვაწერდით. ჩვენ ისტორიულად, ტრადიციულად ძალიან ძლიერი მეგობრები და მოკავშირეები ვართ. ყველა მიმართულებით კარგი ურთიერთობა, პარტნიორობა და თანამშრომლობა გვაქვს. შეიძლება, ასე ითქვას, დე ფაქტო ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული პარტნიორები და სტრატეგიული […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 26 იანვრის ვაჭრობის შედეგები
ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.12 თეთრით. 26 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.675 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9056 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად.
უკრაინის პრეზიდენტმა სი ძინფინგი მშვიდობის სამიტზე მიიწვია – ზელენსკის მრჩეველი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი შვეიცარიაში დაგეგმილ “მშვიდობის სამიტზე” მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა Reuters-თან ისაუბრა. “ჩვენ ნამდვილად ვეპატიჟებით ჩინეთს, მონაწილეობა მიიღოს სამიტში. ჩინეთის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩინურ მხარესთან. ჩვენ ამ პროცესში ვრთავთ ჩვენ პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, რათა დაარწმუნონ ჩინეთი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სამიტში მონაწილეობა” […]
ცერცვაძე: გრიპის ვაქცინაციით არ ვარ კმაყოფილი, 200 000 დოზაც კი ვერ გაიხარჯა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციით არ არის კმაყოფილი, რადგან სახელმწიფოს რესურსი ჰქონდა და მოსახლეობის სკეპტიკური განწყობების გამო 200 000 დოზაც კი არ არის გახარჯული. “ვაქცინაციით არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი რესურსი იყო , საერთოდ საქართველოს მოსახლეობა სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. იგივე იყო კოვიდის დროს და იგივეა გრიპის დროსაც. 200 000 […]
ირაკლი ღარიბაშვილი – ახლა აუცილებელია მაღალი ტემპით გაგრძელდეს ახალი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა
ახლა აუცილებელია მაღალი ტემპით გაგრძელდეს ახალი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც საქართველოს პრემიერმა განმარტა, რეგიონული პროექტების მიმართ მათ ფაშინიანისგან დადასტურებული ინტერესი მოისმინეს. „საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს. ბატონმა პრემიერმა კარგად იცის ჩემი […]
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ასევე, გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხები […]