შარლ მიშელის თქმით, თანამდებობიდან აღარ გადადგება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, თანამდებობიდან აღარ გადადგება და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს. მიზეზებზე მან Facebook პოსტში ისაუბრა. როგორც მიშელი აღნიშნავს, გადადგომაზე გადაწყვეტილებამ მედიის ყურადღება და სპეკულაციები გამოიწვია. მისივე თქმით, ამას მოჰყვა უკმაყოფილება, როგორც ევროპული საბჭოს შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. ამიტომ, განმარტავს, რომ არ სურს, მისმა გადაწყვეტილებამ ევროპული საბჭო, როგორც ინსტიტუტი შეარყიოს. […]
ქვილითაიამ და დვალმა გაიტანეს – “აპოელმა” ლიდერობა განიმტკიცა
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში „აპოელმა“ გასვლაზე 4:0 დაამარცხა „ნეა სალამინა“ და ამ მატჩში თავი ქართველებმა გამოიჩინეს – გოლები გუნდის კაპიტანმა გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა გაიტანეს. დვალმა 65-ე წუთამდე ითამაშა, ქვილითაიამ კი 81-ემდე. ლაშას ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 2 გოლია, ხოლო გიორგის – 5. „აპოელი“ 48 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ აეკ-ს 6 ქულით უსწრებს და 30 […]
“შვილების ნათლობის ჯვრები ლობარდში მაქვს და ვიღაცეები თბილი ქვეყნების კურორტებიდან მწერენ…” – კაჭკაჭიშვილი
სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი: “იცით როგორი ხალხი ვართ ? რამდენიც არ უნდა კარგის კეთებას ეცადო, მაინც რომ ჩაგქოლავენ, ისეთი… ვიღაც ხელმოცარული, უბადრუკების ჩივილებზე და ინტრიგებზე არაფერს ვიტყვი. თავის გაჭირვება ყოფნით, აფრენენ. შვილების ნათლობის ჯვრები ლობარდში მაქვს და ვიღაცეები თბილი ქვეყნების კურორტებიდან მწერენ: რა დროს 12 განწირირული ძაღლისთვის თანხის შეგროვებაა, ქუჩაში მშივრები არიან ძაღლებიო… მერე? მოიხსენით […]
“მესმის შენი, გია, ვხედავ ღელავ…” – ჩარკვიანი უცნობს
დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი: ოლიგარქის. საზოგადოებავ ანუ საზო “г а д” ოებავ- “არ აგარევინებთ”! “რავა” შეგაშინათ ჩემმა მოწოდებამ ,რუსთაველზე გასვლამ და კარვების გაშლამ ? განსაკუთრებით “ღელავს” ორგანიზაციის დამფუძნებელი გია გაგეჩილაძე “ნაცნობი ანუ უცნობი” ,აი ის გია გაგეჩილაძე სააკაშვილს ტელე- რადიო სიხშირე და მილიონები მოვთხოვე ჩემს სიჩუმეშიო თავად რომ აღიარა, აი ის “ნაცნობი უცნობი”. ნუ რაც თავად […]
“ტრაგიკულია… იმედია, მოქალაქეები დაცულნი იქნებიან გამოსახლებისგან” – საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: ▪️ გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. ▪️ აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს. ▪️ იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან.
კაჩინსკის თქმით, ტუსკი პირადად გასცემს ბრძანებას, მოშიმშილე დეპუტატებს ძალით აჭამონ
პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, კანონი და სამართლის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი მოშიმშილე დეპუტატის წამებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ პირადად მისი ბრძანებით მარიუშ კამინსკის საკვების მიღებას აძალებენ. მარიუშ კამინსკის თქმით, მისი პატიმრობის ბოლო დღეს ის საპატიმროში საწოლზე დააბეს და იძულებით აჭამეს. კამინსკი მის მოადგილესთან ერთად უკვე რამდენიმე კვირაა, რაც შიმშილობს, რადგან ისინი ძალაუფლების […]
რუსეთში ბორის აკუნინზე ძებნა გამოაცხადეს
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ბორის აკუნინზე [გიორგი ჩხარტიშვილი] ძებნა გამოაცხადა. მისი მონაცემები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნილთა სიაში დღეს, 26 იანვარს გამოჩნდა. 12 იანვარს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) “უცხოელი აგენტების” სიაში შეიყვანა. “ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში სპეცოპერაციას, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული […]
„ჰუმან რაითს ვოთჩი“ ისრაელის მოკავშირეებს მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ ისრაელმა დაიცავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს „გარდამტეხი დადგენილება“
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩი“ ისრაელის მოკავშირეებს მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ ისრაელმა დაიცავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს „გარდამტეხი დადგენილება“, რომელიც ისრაელს ავალდებულებს დაუყოვნებლივ იმოქმედოს ღაზაში გენოციდის პრევენციისთვის. „სასამართლოს მკაფიო და სავალდებულო დადგენილებები ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ისრაელის მოკავშირეები მხარს დაუჭერენ მათ მიერ გაცხადებულ გლობალურ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“, – აცხადებს „ჰუმან რაითს ვოთჩის“ დირექტორის მოადგილე ბალქის ჯარა. […]
გამოსახლებისას დაკავებულების მხარდამჭერები თსუ-ის კანცელარიაში რჩებიან
სტუდენტებს, „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრებს და მოძრაობა „ხმის“ დაკავებული წევრების სხვა მხარდამჭერებს უკვე რამდენიმე საათია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული და უნივერსიტეტის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ. დემონსტრანტების თქმით, რექტორი სამუშია რამდენიმე მათგანს შეხვდა და უთხრა, რომ თსუ-ის სტუდენტებს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდება სხვა აუდიტორიაში, რაც კანცელარიას ყველანი დატოვებენ და „ძალადობას შეწყვეტენ“. დემონსტრანტებმა ეს […]
2023 წელს რუსეთში $1.2 მილიარდის ღირებულების ამერიკული და ევროპული წარმოების ჩიპები შევიდა – Bloomberg
2023 წლის ცხრა თვის განმავლობაში რუსეთში 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების უცხოური წარმოების ჩიპები შევიდა, ამის შესახებ რუსული საბაჟოების დახურულ მონაცემებზე დაყრდნობით Bloomberg წერს. ამ ჩიპების უმეტესობა (1,2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების) წარმოებულია ამერიკული და ევროპული კომპანიების მიერ, მათ შორის Intel Corp, Advanced Micro Devices, Analog Devices, Infineon Technologies, STMicroelectronics და NXP Semiconductors. საბაჟო დოკუმენტაციაში არ […]