ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას, ერთად ვაშენოთ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის სამყარო – პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. “დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ. ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს მსოფლიო საზოგადოების, ნებისმიერი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა […]
ხაშურში 51 წლის კაცმა 16 წლის ბიჭი გააუპატიურა – დაწყებულია გამოძიება
ხაშურში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის გამო, 51 წლის კაცი დააკავეს. ტვ პირველის ცნობით, ძალადობის მსხვერპლი 16 წლის ბიჭია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბიჭს დანით ემუქრებოდა. როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
თოვის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დააწესეს
· თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა; · ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის აწყური-ვალეს მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, · იგივე შეზღუდვა მოქმედებს ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე · მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალის დონის გამო, […]
ანჩელოტიმ “რეალში” ბენზემას შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კარიმ ბენზემა “სამეფო გუნდში” არ დაბრუნდება და ეს სრული სიცრუეა. “მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ბენზემასთან დაკავშირებით კლუბთან არანაირი საუბარი არ მქონია და შესაბამისად, ის ჩვენთან არ ბრუნდება”, – ციტირებს ანჩელოტის ფაბრიციო რომანო. შეგახსენებთ, რომ გუშინ მის “ალ-იტიჰადიდან” შესაძლო ამბავს ჭორი თავად ფრანგმაც უ წოდა. ბენზემამ 14 სეზონში […]
არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. შემთხვევა ხაშურში მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს, დელეგაციასთან ერთად, ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დელეგაციასთან ერთად, ვახშამზე უმასპინძლა. ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად, ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა, მთაწმინდამდე, ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისს 26 იანვარს ეწვია. ვიზიტის […]
მეფე ჩარლზ III საავადმყოფოში გადაიყვანეს
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III პროსტატის ადენომის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შესაბამის განცხადებას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჩარლზ მესამემ მკურნალობის ისტორია განზრახ გაასაჯაროვა, რათა მის მაგალითს სხვა მამაკაცებმაც მიბაძონ და შემოწმება დროულად გაიარონ. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩარლზ მესამე „ბედნიერია იმის გაგებით, რომ მის დიაგნოზს საზოგადოებაში ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხრივ პოზიტიური გავლენა ჰქონდა”. […]
ხაშურში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა ხაშურში მომხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.
“11 წლის გოგონას გაუპატიურებაში მამინაცვალს ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა” – თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაული
“კურიერის” თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კერძოდ, მათი ცნობით, მამინაცვალს 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა. მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობელმა პოლიციაში დარეკა, რადგან სახლიდან ყვირილის ხმა ისმოდა. როგორც ირკვევა ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა სახლიდან ხმაური ისმოდა და მეზობლებს იქიდან ბავშვის ტირილის ხმა სხვა დროსაც გაუგიათ. […]
27 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეა
27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინება. ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში შემოვიდა, თუმცა დროთა განმავლობაში მრევლი შემცირდა და გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინო უფალმა საქართველოში მოავლინა. იგი წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. წმინდანი […]