გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 39 წლის მამაკაცი სასაზღვრო კონტროლზე იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ყალბი პირადობით ცდილობდა. საქართველოს მოქალაქეს ჩხრეკისას, ქართულ პასპორტთან ერთად, პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტიც აღმოუჩინეს. სახლის ქურდობა, ჯგუფური ქურდობა და საბუთების გაყალბება – დაკავებული რამდენიმე დანაშაულში ფიგურირებს.

შვეიცარიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ბეილერის ფონდის მუზეუმს ესტუმრენ

ბეილერის ფონდის დახმარებით, შვეიცარიაში საქართველოს საელჩომ ორგანიზება გაუწია შვეიცარიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ბეილერის ფონდის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენაზე ვიზიტს. „ღონისძიების შესახებ ინფორმაცია განთავსდა საელჩოს სოციალურ ქსელში და მასზე მოვიწვიეთ შვეიცარიაში მცხოვრები ქართული დიასპორა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა. ღონისძიების ფარგლებში, გავმართეთ ფიროსმანის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე საქართველოს კულტურის სამინისტროს […]

„La Central del Raval“-ში თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგია წარადგინეს

ბარსელონაში, „La Central del Raval“-ში გაიმართა თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგიის წარდგენა. კრებულში შესული ლექსები, ესპანურ ენაზე ლანა კალანდიამ და როდოლფო ჰასლერმა თარგმნეს. აღნიშნულ პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ პოეტები ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე) და ეკა ქევანიშვილი. მათ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს პირველად გამოცემული თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვანი კრებული. 25 იანვარს, ბარსელონაში ვიზიტად მყოფი […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე – ზურაბიშვილმა გადასარევად იცის, რომ არაფერ შუაში იყო ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრასა და ვიზიტთან – ეს იყო წარმატებული ვიზიტი, არ ვიცი მას კიდევ რით უნდა გაემდიდრებინა

ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, რომ რეალურად კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო ამ პროცესებში – ზურაბიშვილმა გადასარევად იცის, რომ ის არაფერ შუაში იყო ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრასთან და ვიზიტთან დაკავშირებით , – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მიესალმა საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა ამავდროულად მწუხარება გამოთქვა, რომ „შესაბამისი უწყებების მხრიდან […]

სამართალდამცავებმა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავეს

სამართალდამცავებმა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე, ამირან ნაჭყებია დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, დაკავებულმა პოლიციელებმა ოპერატიული შესწავლის მიზნით რუსეთის მოქალაქე აიყვანეს, რომელზეც ნარკოტიკებთან დაკავშირებით ეჭვი არსებობდა. არსებული ცნობით, ბრალდებულმა პოლიციელებმა მოქალაქის სახლი მოსამართლის განჩინების გარეშე გაჩხრიკეს. რუსეთის მოქალაქის თქმით, მას წყნეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ქრთამის სახით 3 500 დოლარი […]

რამდენიმე ქვეყანამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს თანამშრომელთა ნაწილი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა

იტალიამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი ავრცელებს. „7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ იტალიის მთავრობამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეაჩერა. ცოტა ხნის წინ, მოკავშირე ქვეყნებმა იგივე გადაწყვეტილება მიიღეს“, – წერს ანტონიო ტაიანი X-ზე. იტალიასთან ერთად, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს […]

“რეგულაციების ამოქმედების შედეგად სტომატოლოგიური მომსახურება არ გაძვირებულა”

იანვრიდან სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტების ამოქმედებას არც ფასებზე და არც დარგის განვითარებაზე გავლენა არ მოუხდენია. ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ იანვრიდან ამოქმედებული ახალი კანონმდებლობით, განისაზღვრა სხვადასხვა მოთხოვნა ამ პროფილის კლინიკებისთვის. მაგალითად: სავარძლებს შორის დაშორება არანაკლებ 2 მეტრი უნდა იყოს, ან მათ შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული […]

პრეზიდენტი – არასდროს დავივიწყოთ მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლოთ სამყაროსთვის, რომელშიც ტოლერანტობა ჭარბობს

არასდროს დავივიწყოთ მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლოთ სამყაროსთვის, რომელშიც ტოლერანტობა ჭარბობს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. „ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ მილიონობით ადამიანს, რომლებიც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდში დაზარალდნენ. არასდროს დავივიწყოთ მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლოთ სამყაროსთვის, რომელშიც ტოლერანტობა ჭარბობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

პაატა მანჯგალაძე – სამუშაო ფორმატებს საქმიანი დისკუსიებისთვის გამოვიყენებთ, მეორე მხრიდან იმავეს მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელები ჩამოვუშვათ და „ქართული ოცნება“ მივუშვათ

მიწვევა მივიღეთ, რეფორმების ჯგუფის სახელით შეხვედრას დავესწრები მე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ 29 იანვარს 9 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის განმარტავს, თუკი შეხვედრები საქმეზე და შედეგზე იქნება ორიენტირებული, ამ ფორმატს გამოიყენებენ. „ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას ემსახურება, ჩვენ ამ ფორმატებს საქმიანი დისკუსიებისთვის […]