შინაგან საქმეთა მინისტრმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოადგილესთან ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. საუბარი შეეხო თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამჟამად, გარდაბანსა და ქუთაისში, ბაზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო თბილისში, ოთხსართულიანი ყაზარმის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების აქტიურად გრძელდება. პროცესი გაგრძელდება და უკვე დაგეგმილია თელავისა და […]

28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ღონისძიება გამართა. პირველი მარტიდან ძალაში ახალი კანონი შედის, რომელიც პირადი ინფორმაციის დაცვის ახალ სტანდარტს აწესებს. შესაბამისად, ეს წელი საზედამხედველო ორგანოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 28 იანვრის ღონისძიების ძირითადი ნაწილიც სწორედ ახალ კანონს მიეძღვნა. ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გახსნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის […]

სივასში ნაგვისგან მიღებული ენერგიით წარმოებული პომიდორი ევროპის ქვეყნებში გადის

სივასის მუნიციპალიტეტის მყარი ნარჩენების რეგულარულ ნაგავსაყრელზე მიღებული ენერგიით უმიწო მინის სათბურში პომიდვრის წარმოება მიმდინარეობს. ამ გზით მოყვანილი პომიდორი ნიდერლანდებში, გერმანიასა და იტალიაში იგზავნება. პროექტი, რომელიც სივასის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვისა და კონტროლის დირექტორატის მყარი ნარჩენების რეგულარულ ნაგავსაყრელზე განხორციელდა, ხელს უწყობს როგორც გარემოს დაცვას, ასევე ეკონომიკას. პომიდორი მოჰყავთ თანამედროვე ჰოლანდიური სტილის უმიწო მინის სათბურში, რომელიც ნაგავსაყრელიდან მიღებული […]

სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის ქვეშაა – Rosatom

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კორპორაციის ,,როასტომის” გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა განუცხადა. „დღემდე დაახლოებით 4,5 ათას მუშაკს აქვს დადებული კონტრაქტი მოქმედ ორგანიზაციასთან. ყველა ერთეული გაჩერების რეჟიმშია. ერთ ბლოკზე ორთქლის გენერატორები აჩქარებულია, რათა ცივ ამინდში სითბო უზრუნველყოს როგორც ენერგოდარისთვის, ასევე თავად სადგურის ობიექტებისთვის. და ამ თვალსაზრისით, ჩვენ […]

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

გთავაზობთ გასული კვირის 22-28 იანვრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში. რა საქონელი გაიტანა 2023 წელს საქართველომ ექსპორტზე საქსტატმა საგარეო ვაჭრობის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა – დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან 6.1 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 9%-ით არის მომატებული. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულ 51 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

51 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, საქმეში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არცერთი მტკიცებულება არ დევს. „ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ გამოეყენებინათ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როცა საქმის არსებითი […]

ჯო ბაიდენი – ერთადერთი „ლუზერი“, რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და მას „ლუზერად“ მოიხსენიებს. „დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა მოენახულებინა დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების საფლავი პარიზის გარეუბანში და ეს გმირები ლაწირაკებად და „ლუზერებად“ მოიხსენია. როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს ჩემს შვილზე და სხვებზე ასე ლაპარაკს. მე მათ პატრიოტებს და გმირებს ვუწოდებ. ერთადერთი „ლუზერი“, რომელსაც ვხედავ, […]

მონა ლიზას წვნიანი შეასხეს

მომიტინგეებმა პარიზში, ლუვრის მუზეუმში, ლეონარდო და ვინჩის მე-16 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს, მონა ლიზას ნახატს წვნიანი შეასხეს. ნახატს ტყვიაგაუმტარი მინა იცავს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაზიანებულიყო. ფაქტის ამსახველ ვიდეოში ჩანს იყო ორი მომიტინგე, რომლებიც ითხოვენ „ჯანსაღი და მდგრადი საკვების“ უფლებას და ამბობენ: „ჩვენი სოფლის მეურნეობის სისტემა ავადაა“. საფრანგეთის დედაქალაქში ბოლო დღეებში ფერმერების საპროტესტო აქციები […]

დათო ლიკლიკაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: ქუთაისი ემშვიდობება მარიკა მარუაშვილს, ლეგენდარულ ქალბატონს, ადამიანს, რომელიც მისი პრინციპულობის, პროფესიონალიზმისა და ნაკეთები სიკეეთეების გამო სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მარიკა მარუაშვილი ათეულობით წლები სათავეში ედგა განათლების მუშაკთა პროფესიულ გილდიას, ის როგორც მასწავლებელთა სახლის დირექტორი გამითებული იყო მთელს პროფესიულ წრეებში. საბჭოთა საქართველოში იგი წარმოადგენდა თანამდებობის პირთა იმ იშვიათ გამონაკლისს, […]

ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან – განცხადება

ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები განაგრძოს. მიზანი, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, “სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესი 5 თებერვლამდე გაგრძელდება. “ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, […]