ელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“, მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“, მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები 3 მოქალაქის განცხადება სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გამოიცა შესაბამისი ინდივიდუალურ – ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები.
„ომით დაკარგულს მშვიდობით ვიბრუნებთ და თავად რუსეთის ხელით, ეს არის სწორედ გამარჯვება

„ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც მშვიდობიანი გზით გვარდება, ამ გზას (მოლაპარაკებებს) გადის, სხვა მეთოდი მსოფლიოს ჯერ არ მოუგონია. სხვას ვერც ოპოზიცია შემოგვთავაზებს ომის გარდა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია თავად აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკება. თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ უარი თქვა ხელახალ ომზე და აირჩია უფრო რთული, […]
რუსეთის ეფესბემ ინგუშეთის შვიდი მაცხოვრებელი დააკავა ენერგეტიკულ ობიექტებზე დივერსიის მზადებისთვის

რუსეთის ინგუშეთის რესპუბლიკის ქალაქებში, მაგასსა და ნაზრანში, ეფესბეს (რუსეთის უშიშროების სამსახური) თანამშრომლებმა შვიდი ადამიანი დააკავეს დივერსიული აქტების მომზადების ბრალდებით. როგორც ეფესბეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი იუწყება, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას მოკლეს (ოფიციალური ვერსიით: “ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო”). რუსეთის სპეცსამსახური ამტკიცებს, რომ დაკავებულების საცხოვრებელ ბინებსა და სამალავებში აღმოაჩინეს 10 […]
პუტინმა „აფხაზეთს გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი დღეს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავს. 1993 წლის 30 სექტემბერს, აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა აფხაზეთის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობის გარდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე, დარწმუნებული ვარ ერთობლივი ძალისხმევით […]
დვალიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან გამოყოფილ ერთ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა თქვა, რაში დახარჯავს ერთ მილიონ ლარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მას გადასცემს. დვალიშვილმა აღნიშნა, რომ თანხას სრულად ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს და საქართველოში სპორტის განვითარებაში დახარჯავს. „ამ თანხას სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, რაც მქონდა საქართველოში MMA-ის განვითარებისთვის. მადლობა სახელმწიფოს და მაგ საჩუქარს გამოვიყენებ სრულად, რომ ქველმოქმედებას მოვახმარო MMA-ს და სპორტის განვითარებას […]
რა განსაზღვრავს ულტრაბგერითი კვლევის სიზუსტეს, რა დაავადებების გამოვლენაა შესაძლებელი მისი მეშვეობით და რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტაროს გეგმური კვლევა პაციენტმა? – ლელა ბაინდურაშვილი
რა განსაზღვრავს ულტრაბგერითი კვლევის სიზუსტეს, რა დაავადებების გამოვლენაა შესაძლებელი მისი მეშვეობით და რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტაროს გეგმური კვლევა პაციენტმა? – ლელა ბაინდურაშვილი უკვე ლამის ერთი საუკუნეა, ულტრაბგერითი კვლევა, როგორც უმტკივნეულო, უსაფრთხო, სანდო და ხელმისაწვდომი კვლევა, თანამედროვე მედიცინაში შეუცვლელია. გარდა იმისა, რომ იდეალური საშუალებაა დაავადებების პრევენციისთვის და გეგმური გამოკვლევებისთვის, ულტრასონოგრაფიის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატებით სიმსივნური პათოლოგიების […]
ბუტიკური სასტუმრო The Terrace იხურება – მფლობელი მიზეზებს განმარტავს

ბუტიკური სასტუმრო The Terrace, რომელიც თბილისში კაკაბაძის ქუჩაზე სტუმრებს 2014 წლიდან იღებს, იხურება. ამის შესახებ ადმინისტრაციამ სასტუმროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა: „ძვირფასო მეგობრებო, 1-ელი ოქტომბრიდან სასტუმრო ტერასა წყვეტს მუშაობას და იხურება. მადლობას გიხდით ათწლიანი ერთგულებისთვის და თანამშრომლობისთვის. გისურვებთ წარმატებებს!“ BMG სასტუმროს მფლობელს მაია სიდამონიძეს დაუკავშირდა, რომელიც დახურვის მიზეზად დედაქალაქში სტუმარმასპინძლობის სექტორში გაზრდილ კონკურენციას ასახელებს. „პანდემიის […]
სებ-ის განახლებული შეთავაზება 10×1000 Tech for Inclusion-ის პროგრამებში ჩართვის თაობაზე

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს კვლავ სთავაზობს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა 10×1000 Tech for Inclusion-ის პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას. ეროვნულმა ბანკმა მსგავსი პროექტი 2023 წელსაც განახორციელა. Alipay-სა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საგანმანათლებლო პლატფორმის -10×1000 Tech for Inclusion მხარდაჭერით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პლატფორმის ნებისმიერ პროგრამაში (AI Miniseries, Digital Responsible Finance […]
23-წლიანი სხვაობა, გასაიდუმლოებული რომანი და ძვირფასი საჩუქრები – ვინ არის და რას საქმიანობს შორენა ბეგაშვილის რჩეული – Marao

შორენა ბეგაშვილი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. თამამი ფოტოებით, სკანდალური განცხადებებითა და ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ის არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი, თუმცა გავრცელებულ ჭორებს თავად ყოველთვის სიმშვიდით ხვდებოდა. შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“. შორენას კარიერა პრაქტიკულად […]
აშშ-ის საელჩო: ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კვლავ გავრცელდა დეზინფორმაცია „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით. „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში“, – წერია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში. აშშ-ის […]