„რეალს“ ფლორიან ვირცის შესაძენად საკუთარი სატრანსფერო რეკორდის გაუმჯობესება მოუწევს

მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა „ლევერკუზენის“ ვარსკვლავი ფლორიან ვირცი. კილიან მბაპესგან განსხვავებით, ესპანეთის ჩემპიონი ვერ შეძლებს გერმანელი ფეხბურთელის უფასოდ მიღებას და, შესაძლოა, საკუთარი სატრანსფერო რეკორდის დამხობაც კი მოუწიოს. ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე იწერებოდა ვირცის „რეალში“ სავარაუდო გადასვლის შესახებ. მართალია, ფეხბურთელიც არ იყო ტრანსფერის წინააღმდეგი, მაგრამ ის მაინც „ლევერკუზენში“ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ […]
ვაშინგტონი ისრაელზე ირანის შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შესახებ საუბრობს

ისრაელის ჯარებმა, სამშაბათს, ლიბანში სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია დაიწყო. „ჰეზბოლამ“ კი, თელ-ავივის წინააღმდეგ რაკეტები გამოიყენა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ თეირანი, ისრაელზე ბალისტიკური რაკეტების გასროლით, შესაძლოა, კონფლიქტში ჩაერიოს. ამ განვითარებებს, კვირების განმავლობაში, წინ უძღოდა ისრაელის ინტენსიური საჰაერო დარტყმები, რომლის შედეგადაც, ირანის მიერ მხარდაჭერილის „ჰეზბოლას“ ლიდერების უმეტესობა ლიკვიდირებულია, დაღუპულია ათასობით ლიბანელი, მილიონობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებია. […]
გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გივი მიქანაძემ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. სტრასბურგში გამართული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა […]
2024 წელს ზაკერბერგის ქონება $201 მლრდ-მდე გაიზარდა

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის პირადი ქონება 73,4 მილიარდი დოლარიდან 201 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია finance.yahoo-მ გაავრცელა. ამ მონაცემებით, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მეოთხე უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში. ის მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსის და ბერნარ არნოს შემდეგ.
რუსეთის თავდასხმის გამო, ხერსონში 5 ადამიანია მოკლული

სამშაბათს, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ამჯერად სამხრეთის ქალაქ ხერსონში ბაზარი ამოიღო სამიზნეში, სადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ურაინის სამხედრო უწყებამ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმისას, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის წინააღმდეგ იყო მიმართული, 32 დრონიდან 29 ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონებს გზა ჩერკასის, დნიპროპეტროვსკის, ხერსონის, კიროვოჰრადის, […]
რა დაიჯერა ივანიშვილმა და რას ცდილობდა ბაიდენის უარის შემდეგ აშშ–ში კობახიძე

“ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თქვა: “ბაიდენის უარის შემდეგ კობახიძე ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა.” ხიდაშელის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის მიერ კობახიძის მიწვევის გაუქმების შემდეგ, საქართველოს პრემიერი მინისტრი, ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა თუმცა, ტრამპის ყველაზე გულმხურვალე მხადამჭერებმაც კი ზურგი აქციეს. “ივანიშვილმა დაიჯერა, რომ იზოლაცია არის გარდაუვალი, არჩევნების მოპარვის შემთხვევაში. ივანიშვილი შეეცდება, რომ ამ კვირების […]
ეროვნული ლიგა. XXVII ტური. “გაგრა” – “დინამო” (თბ) [LIVE]

ეროვნული ლიგის 27-ე ტურში “გაგრა” თბილისის “დინამოს” მასპინძლობს.
„ჰენკა კომბუჩა” ექსპორტზე გადის – რა ბაზრებზე გადის კომპანია?

ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა“-ს კომბუჩა წელს პირველ ექსპორტს ისრაელში განახორციელებს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჯირკვალიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანიას ისრაელის ბაზართან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს და პირველი პარტია ნოემბერში უნდა გავიდეს. “ნოემბერში, კომბუჩა ისრაელის ბაზარზე გაეშვება. ხელშეკრულებები გაფორმებულია და პირველი პარტია ისრაელში ნოემბერში გადაიტვირთება. ისრაელი სტანდარტების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ბაზარია და […]
Reuters – თეთრი სახლის ანონიმური წყაროს ცნობით ირანი სარაკეტო დარტყმას ამზადებს ისრაელზე

შეერთებულ შტატებს აქვს ცნობები, რომელიც მიანიშნებს, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ “ბალისტიკური რაკეტების გარდაუვალი დარტყმის” დასაწყებად ემზადება. “როიტერის” თანახმად ამის შესახებ სამშაბათს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით განაცხადა. ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს ქმედებებს, რომლებიც ასეთი იერიშებისგან ისრაელის დაცვას შეუწყობს ხელს. ამასთან აშშ-ის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ისრაელზე პირდაპირ სამხედრო თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვება თეირანისთვის. ტელეკომპანია CNN-ის თეთრ […]
სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრულრეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, 2 ოქტომბრიდან საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. „თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.