რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიჭრა ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად

რუსეთის ძალებმა 1 ოქტომბერს, დილით, შეტევა განახორციელეს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე – ტელეგრამით იუწყება ქალაქის მერი იჰორ ტერეხოვი. მისი თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი ავტოსადგომი. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიჭრა ხარკოვიდან 15-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ დერგაჩიში, წერს ტელეგრამში ხარკოვის რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ სინეჰუბოვი. “გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თანამშრომლების თანახმად, ხუთი ადამიანი, მათ […]

ღამის კლუბებში შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხის გამოძალვის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში დიდი ოდენობით თანხის დაუფლების საქმეზე 15 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია თაღლითური სქემა – რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს გადანაწილებული ჰქონდათ როლები და თავიანთ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ. „იმ შემთხვევაში თუ სტუმარი […]

სლოვენიის ფილარმონიის ორკესტრს სამი წლის ვადით კახი სოლომნიშვილი უხელმძღვანელებს

სლოვენიის ფილარმონიის ორკესტრს სამი წლის ვადით უნიჭიერესი ახალგაზრდა დირიჟორი კახი სოლომნიშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას საქართველოს საელჩო სლოვენიაში ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველმა სადებიუტო კონცერტმა ლუბლიანას მთავარ საკონცერტო დარბაზში, Cankarev Dom-ში სრული ანშლაგით ჩაიარა. შესრულდა სლოვენიელი კომპოზიტორის ზვონიმირ ციგლიჩის, შოსტაკოვიჩისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.

აშშ-ს საელჩო “ქართული ოცნების” მორიგ კონსპირაციას ეხმაურება

“რატომ აყენებს “ქართული ოცნება” ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1,8%-ის გამო”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” განცხადებებს და კონსპირაციებს, რომლის მიხედვითაც პარალელური ხმის დათვლის [PVT] “გაყალბებული” შედეგებით აშშ საქართველოში რევოლუციის მოწყობას ცდილობდა. “ოცნების” წევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ 2020 წლის არჩევნებში “სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) პარალელური ხმის დათვლის [PVT] შედეგები გააყალბა, რისი […]

პეტრე ცისკარიშვილი ვარშავის ფორუმზე – გაყალბებული არჩევნების ფონზე „ოცნებას“ ელოდება სანქციები და არა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა – ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო და კონკრეტული არჩევანი

გაყალბებული არჩევნების ფონზე „ოცნებას“ ელოდება სანქციები და არა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა – ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო და კონკრეტული არჩევანი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე მაიკლ კარპენტერის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ატყუებს, რომ არჩევნების შემდეგ, რაღაცნაირად, მოახერხებენ და აღადგენენ მჭიდრო კავშირებს აშშ-თან“. […]

ნათია მეზვრიშვილი – მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით – უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები

კობახიძის ძირითადი ფუნქციაა არჩევნების გაყალბების და პარტიის სალაროს „შავი ფულით“ შევსების მიზნით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში უკანონო ჩარევა – მოვუწოდებ პროკურატურას დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით, უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს მისამართით კობახიძის მოწოდებას სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ჩარევად აფასებს. „გუშინ […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ცინცაძის ქუჩაზე შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა მოისმინა მოქალაქეთა საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა. „ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დელეგატის თქმით, მოქალაქეები […]

ლევან მაჭავარიანი – კარგად ვიცით, რომ კაპიტანი გიგაური არის მიკერძოებული მხარე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ პრემიერის მოწოდებას მივესალმებით!

კარგად ვიცით, რომ კაპიტანი გიგაური არის მიკერძოებული მხარე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტივისტი, რომლის ობიექტურობაზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ პრემიერის მოწოდებას მივესალმებით! – ასეთი ტიპის “ენჯეო” ორგანიზაციები საზოგადოებისთვის ისედაც ლუსტრირებული არიან, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და მის ხელმძღვანელს “განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე […]

გიორგი ბარამიძე – საზოგადოების უმრავლესობა ხვდება, თუ ვინ და რა არის ივანიშვილი და მისი ბანდა – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ის მიიღებს მტკიცე პასუხს ხალხისგან და ეს იქნება დიდი პანღური მოღალატეთა რეჟიმის მიმართ

ქართულ საზოგადოებაში აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, თუ ვინ და რა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი მოღალატური ბანდა. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ის მიიღებს ძალიან სერიოზულ, მტკიცე პასუხს ქართველ ხალხისგან და ეს პასუხი იქნება დიდი პანღური ამ მოღალატეთა რეჟიმის მიმართ,-ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა […]

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ხელმძღვანელის სახელით მოქალაქეებს გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები არ გაგზავნიათ

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ხელმძღვანელის სახელით მოქალაქეებს გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები არ გაგზავნიათ. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შემოვიდა, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, არანაირი შეტყობინება საპატრულო […]