საქართველომ ახლახან მიიღო ანტილგბტქი კანონი, რომელიც დისკრიმინაციულია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, ის საქართველოს ევროპისგან აშორებს – ოლაფ შოლცი

საქართველომ ახლახან მიიღო ანტილგბტქი კანონი, რომელიც დისკრიმინაციულია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, ის საქართველოს ევროპისგან აშორებს – ოლაფ შოლცი საქართველომ ახლახან მიიღო ანტილგბტქი კანონი, რომელიც დისკრიმინაციულია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, ის საქართველოს ევროპისგან აშორებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში სოციალ-დემოკრატიული საპარლამენტო ჯგუფის ქვიარ ადამიანების უფლებების მეორე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც […]

ლარის 29 წლიანი ისტორია

29 წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოცხადდა. „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა, რომელიც განძს, ქონებას ნიშნავს და „ვეფხისტყაოსანშიცაა“ გამოყენებული. ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად ასევე განიხილებოდა „მანეთი“, „ქართული მანეთი“, „მარჩილი“, „ქართი“ და „რვალი“. 2014 წლიდან ლარს თავისი სიმბოლო აქვს, რომელიც ქართულ ანბანს ეფუძნება. […]

უნდა ვილაპარაკოთ ამაზეც! ერთ მტკივნეულ ამბავს გავიხსენებ, ამბავი ოსებზეა, მომსწრე ვარ – თამარ ტყეშელაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იხსენებს 90-იანი წლების პერიოდს, როდესაც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს ე.წ პატრიოტები დევნიდნენ. “უნდა ვილაპარაკოთ ამაზე(ც). ერთ მტკივნეულ ამბავს გავიხსენებ. ამბავი ოსებზეა. მეგობარ ბაკურიანელებს, ვისაც ეს შეეხო ან უბრალოდ მომსწრე იყო, 90-იანებში, ბაკურიანში მცხოვრებ ოსებს უცებ დევნა რომ დაუწყეს, ამ ხალხს გასაქცევად გაუხდა საქმე (სახლებში უვარდებოდნენ, […]

ლევან მაჭავარიანი – დეზინფორმაციაა აშშ-ს საელჩოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო დასანქცირებაში აშშ-ს ადებს ხელს – ასეთი განცხადება არც ივანიშვილს და ჩვენი გუნდის არც ერთ წევრს არასდროს გაუკეთებია

დეზინფორმაციაა აშშ-ს საელჩოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო დასანქცირებაში აშშ-ს ადებს ხელს – ასეთი განცხადება არც ივანიშვილს და ჩვენი გუნდის არც ერთ წევრს არასდროს გაუკეთებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განუცხადა. როგორც მაჭავარიანმა განმარტა, როცა მმართველი გუნდი გარე ძალებზე საუბრობს, არ საუბრობს არც აშშ-ზე, არც ევროკავშირზე და არც […]

„ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ლიბანის საზღვრის მახლობლად მდებარე რამდენიმე ქალაქში დილიდან გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმდინარე სახმელეთო ოპერაციების 36-ე დივიზიაც შეუერთდა.

ლევან ხაბეიშვილი – ნებისმიერ დაძახილზე ბატონი რაჟდენი მზად არის, კობახიძის ნებისმიერი დავალება შეასრულოს – ცხადია, ის ინსტრუმენტია ხელისუფლების ხელში

ნებისმიერ დაძახილზე ბატონი რაჟდენი მზად არის, კობახიძის მხრიდან ნებისმიერი დავალება შეასრულოს, – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების“ სტატუსი მოუხსნა. როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებისთვის ანტიკორუფციული ბიურო და მისი ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი მხოლოდ ინსტრუმენტია და მეტი […]

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა საჩხერესა და ჭიათურაში პროექტების მონიტორინგი განახორციელა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა საჩხერესა და ჭიათურაში, გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართა და პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, როგორც მიმდინარე ასევე, დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩიხაში მიმდინარეობს საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოები. „პროექტის ფარგლებში მდინარე ყვირილაზე მოეწყობა ერთი მასშტაბური საავტომობილო ხიდი, რომლის […]

ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე შეტევა ამ ეტაპზე დასრულებულია

ირანი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა დასრულებულია და არ განახლდება, თუკი ირანი კვლავ იძულებული არ გახდება, იმოქმედოს. ამ განცხადების ფონია გაძლიერებული შეშფოთება უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის ალბათობაზე. თეირანმა 1 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით განახორციელა მასშტაბური შეტევა, იმ სამხედრო კამპანიაზე პასუხად, რომელსაც ისრაელი სამხრეთ ლიბანში ახორციელებს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ. ირანის […]

საქართველოდან ფრენებს ბიუჯეტური ფრანგული ავიაკომპანია Transavia France იწყებს

2025 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან ერთწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. “2025 წლიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. მოხარულები ვართ, […]

აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ რიტორიკულ კითხვას უსვამს

აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ რიტორიკულ კითხვას უსვამს ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ ამერიკის საელჩო განცხადებას აქვეყნებს. „2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა“, – წერს საელჩო.