“შეიძლება ითქვას, რომ ხინკალს დაბალი ფასი ჰქონდა” – შოთა ბურჯანაძე

“შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხინკალს დაბალი ფასი ჰქონდა”, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ BM.GE-სთან განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 2.2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს მზარდია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, რესტორნებში ხინკალი წლიურად 12%-ით გაძვირდა. გასული წლის სექტემბერთან შედარებით ხაჭაპური კაფეში 4%-ით გაძვირდა, ხოლო საცხობში ხაჭაპურის […]

„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა

კომპანია „მაკდონალდს საქართველო” ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, თბილისს, „მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა, რომელიც გოთუას ქუჩის #7-ში და ვაჟა ფშაველას გამზირის #71-შია განთავსებული. მაკდონალდსის ორი ახალი სივრცე, სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. რესტორნები ოფიციალურად 1 ოქტომბერს, ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში, საზეიმოდ გაიხსნა, მაკდონალდსის სიმბოლო – ჯადოსნური […]

აშშ-სა და ბრიტანეთის ხელისუფლებებმა ღიად დააკავშირეს ეფესბეს ყოფილი თანამშრომელი რუს გამომძალველთა ჯგუფთან

აშშ-სა და ბრიტანეთის ხელისუფლებებმა რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი პირველად დააკავშირეს საჯაროდ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამომძალველთა ჯგუფთან. მათ გაავრცელეს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ოფიციალური და არაოფიციალური კავშირების დამატებითი მტკიცებულებები. ედუარდ ბენდერსკი, რომელიც უშიშროების ფედერალური სამსახურის ელიტარულ ქვედანაყოფ “ვიმპელში” მსახურობდა, ჯერ კიდევ 2019 წელს იქნა იდენტიფიცირებული, როგორც მაქსიმ იაკუბეცის, Evil Corp-ის სავარაუდო დამაარსებლის, […]

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტის შედეგები შეაჯამა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტის შედეგები შეაჯამა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები კანონშემოქმედებით პროცესში ნორმატიული აქტების დასაბუთების სტანდარტის შესახებ. პროექტის ავტორებმა შეისწავლეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა კანონპროექტების განმარტებითი ბარათის დასაბუთების ფორმების და მექანიზმების შესახებ და წარმოადგინეს კვლევა. პროექტის მიზანია საქართველოში საკანონმდებლო პროცესის კიდევ მეტად სრულყოფა და განმარტებითი ბარათის […]

უმსხვილესმა ბრიტანულმა რითეილერმა Tesco-მ, წარმატებული პირველი ნახევრის შემდეგ, პროგნოზი სრული ფინანსური წლისთვის გააუმჯობესა

უმსხვილესმა ბრიტანულმა სასურსათო რითეილერმა Tesco Plc-მ გააუმჯობესა პროგნოზი 2025 ფინანსური წლისთვის და აღნიშნა გაყიდვების მოცულობის ზრდა ფინანსური წლის პირველ ნახევარში. კომპანიის ახალი პროგნოზის მიხედვით, საოპერაციო მოგება ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, რაც მისი ოპერაციების მთავარი მაჩვენებელია (ტესკო ბანკის გამოკლებით), ამ ფისკალურ წელს მიაღწევს 2,9 მილიარდ ფუნტს (3,85 მილიარდი აშშ დოლარი). ადრე, Tesco ელოდა, რომ ეს მაჩვენებელი 2,8 […]

კონკურენციის სააგენტომ ცემენტის წარმოების სექტორში მისი გვერდის ავლით მომხდარი გაერთიანება თავსებადად მიიჩნია

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ფ/პ „ემინ უჩარის“ მიერ შპს „ჯერმან ცემენტ ლტდ-ის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული კონცენტრაცია სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიას დაევალა – განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა, ხოლო კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო, ფ/პ ემინ […]

იცით თუ არა …? – რას გვეკითხება ენერგოკომპანია?

“ენერგო-პრო ჯორჯიამ” საინფორმაციო კამპანია “იცით თუ არა…“ დაიწყო. სოციალურ ქსელში პოსტერები გამოჩნდა, რომელზეც ოთხი ენერგოკომპანიის უფლება-მოვალეობებია ახსნილი. ავთო დვალიშვილი “ევროპული რეგულაციების შესაბამისად, “ენერგო-პრო ჯორჯიას” რეორგანიზაცია 3 წლის წინ დასრულდა. ჩვენმა აბონენტებმა ეს კარგად იციან, თუმცა, მაინც გვინდა დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია და კარგად ავუხსნათ როდის რომელ კომპანიას უნდა მიმართონ“, – უთხრა “ალიას” სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” […]

პროკურორი – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, დანაშაულის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა – ეს პროცედურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ყველა საქმეზე ინიშნება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანისთვის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებული მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რათა დადგინდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ის. „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების […]

ანა დოლიძე – უწყლობა რეგიონებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს

ოზურგეთში მთავარი პრობლემა არის უწყლობა – გუბერნატორებისა და სამინისტროების კორუფციულ ინტერეს ეწირება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ, ქალაქ ოზურგეთში საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლება ოზურგეთის მცხოვრებლებს სასმელი წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ჰპირდება, თუმცა მისი თქმითვე, მმართველმა პარტიამ არც ეს დაპირება შეასრულა. „ყველა რეგიონში, […]

ირაკლი კირცხალია – საზოგადოება დაღალეს უკვე ამ სანქციების თემით და კონსპირაციების თეორიებით – დამერწმუნეთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედ ხელისუფლებას, სანქციებით ვერავინ შეაშინებს

საზოგადოება დაღალეს უკვე ამ სანქციების თემით და კონსპირაციების თეორიებით – დამერწმუნეთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედ ხელისუფლებას, სანქციებით ვერავინ შეაშინებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მტკნარი სიცრუეა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. „ჯერ არ ვიცით ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, მერე არის მტკნარი სიცრუე. პირველი […]