კახა კალაძე PACE-ის დეკლარაციაზე – არანაირი ფასი არ აქვს, ასეთი განცხადებები, რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს – არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი უმსგავსო განცხადებების

რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი, არ უნდა შეგვეშინდეს უმსგავსო განცხადებების, რომლებიც არაფერზე არ არის დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეკლარაციაზე, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს. მისი შეფასებით, ასეთი რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაცაის უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს. […]

კახა კალაძე – ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, სამშობლოზე – აქ ვართ გამარჯვებულები, რადგან ჩვენ მხარესაა სიმართლე და ვერავინ შეძლებს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დაჩოქებას

ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა აქ შეკრების, სხვადასხვა საკითხზე საუბრის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კახა კალაძემ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რის წინაშეც დგას ქვეყანა და აღნიშნა, რომ მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერით არის შესაძლებელი ყველა წინაღობის დაძლევა. “მიხარია, ვუერთდები მხარდამჭერთა კლუბის გახსნის მილოცვებს. ეს […]

კახა კალაძე – ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის სახით, გრიგოლ ლილუაშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა

ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის სახით, გრიგოლ ლილუაშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება. კერძოდ, კახა კალაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ შემოდის პოლიტიკურ სცენაზე სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც […]

მამუკა ხაზარაძე – 12 წელი გავიდა მას მერე, რაც “ქართული ოცნება” გვაცხოვრებს ტყუილებში – არჩევნების მეორე დღესვე ჩვენ დავიწყებთ ძალიან სერიოზულ რეფორმებს

ტრადიციებზე გველაპარაკებიან, ღირებულებებზე, ქართველობაზე და აქ, გურიაში აპირებდნენ მარიხუანის პლანტაციების გაშენებას, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ყველა გზა გადაკეტა და საქართველო დღეს მოქცეულია იზოლაციაში, რადგან არცერთი სერიოზული ოფისი და პოლიტიკოსი კარს აღარ უღებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს. „ჩემთვის ძალიან ემოციურია ამ ადგილას […]

UK-ის ელჩი ჰომოფობიურ კანონზე: კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას, მარგინალიზაციას შეუწყობს ხელს

ვწუხვართ, რომ ხელი მოეწერა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთა პაკეტს. ეს კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და რისკის შემცველია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის. ის ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას და მარგინალიზაციას. შეშფოთებულები ვართ, რომ კანონთა პაკეტი მიღებულ იქნა ასეთ მოკლე დროში. […]

ზურაბიშვილი: 4 პროევროპული პარტიაა, რომელმაც ჯამში 60%-ზე მეტი უნდა მიიღოს

არის ოთხი პროევროპული პარტია, რომელმაც, გამოკითხვების თანახმად, ჯამში მხარდაჭერის 60%-ზე მეტი უნდა მიიღოს. ამიტომაც მათ შეუძლიათ კოალიციის ჩამოყალიბება პარლამენტში მაინც. ამ პარტიებს შევთავაზე გაერთიანება, არა ერთმანეთთან, რადგან ისინი განსხვავებული პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან. არამედ გაერთიანება იმის გარშემო, რასაც ვუწოდებთ “ქართულ ქარტიას”, რაც არის ევროპულ გზაზე დაბრუნების რეცეპტი. ამ ოთხმა პარტიამ ხელი მოაწერა ქარტიას, რაც, თავის […]

სამხრეთ იტალიაში ზეთისხილის მოსავალი განახევრდა

სამხრეთ იტალიაში ზეთის საწარმოებელი ზეთისხილის მოსავლის დანაკარგი წელს 40%-ს შეადგენს. ინფორმაციას Gambero Rosso ავრცელებს. იტალიის აგროსასურსათო ბაზრის შემსწავლელი ორგანიზაცია Ismea-ს მონაცემებით, მოსავლის შემცირების მიზეზი კლიმატის ცვლილებაა. თუ ქვეყნის ცენტრში და ჩრდილოეთით ზაფხულში საკმარისი ნალექი იყო, სამხრეთი გვალვას განიცდიდა. შედეგად, იტალიის ცენტრალურ ნაწილში მოსავალი 74,3%-ით, ხოლო ჩრდილოეთში – 70,2%-ით გაიზარდა.თუმცა აპულიაში, სადაც ყველაზე მეტი ზეთისხილის კორომია, […]

Yandex Go-მ თბილისში საკვების შეკვეთის სერვისი აამუშავა

Yandex Go-ს აპლიკაციის მომხმარებლებს ახლა უკვე თბილისში შეეძლებათ, შეუკვეთონ არა მხოლოდ მგზავრობა ან მიწოდება ქალაქში, არამედ საკვები რესტორნებიდან და მაღაზიებიდან. აპლიკაციაში უკვე შეგიძლიათ, იპოვოთ კერძებისა და ნივთების შეთავაზებები 150 რესტორნიდან, კაფედან და მაღაზიიდან. განყოფილებაში „კვება“ Yandex Go-ს მომხმარებლები კერძების ფართო არჩევანს, ბევრისთვის უკვე ნაცნობ აპლიკაციაში მიიღებენ. იმისათვის, რომ არჩევანის გაკეთება მოსახერხებელი იყოს, სერვისი შემოგთავაზებთ უახლოეს […]

საოკუპაციო ხაზთან, „სასაზღვრო ნიშნის“ დაზიანების მცდელობისას დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ე.წ. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, „სასაზღვრო ნიშნის“ დაზიანების მცდელობისას საქართველოს ორი მოქალქის დაკავების შესახებ ინფორმაციას 3 ოქტომბერს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არსებული გამოცემა „Сапа” უსაფრთხოების ძალების“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია სოფელ პატარა-მეჯვრისხევის მცხოვრებლებზე, სერგო მერაბაშვილსა და იასონ გენგიურზე, რომლებიც 16 სექტემბერს დააკავეს. „ძლიერ დათვრნენ, შემდეგ უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი და სცადეს სასაზღვრო საინფორმაციო ნიშნის დემონტაჟი. სერგომ […]

ლიეტუვაში არ შეუშვეს რუსული მატარებელი, რომელზეც Z-სიმბოლო იყო გამოსახული

ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 2 ოქტომბერს, კიანას სარკინიგზო სადგურის საგუშაგოზე გააჩერეს მოსკოვი-კალინინგრადის რეისის სატრანზიტო სამგზავრო მატარებელი, რომელზეც ევროპის ქვეყანაში აკრძალული რუსული სიმბოლოები იყო დახატული. კერძოდ, ერთ-ერთ ვაგონზე მესაზღვრეებმა ამოაჩინეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღმნიშვნელი სიმბოლოები: ასო Z და ZOV. სხვა ვაგონს კი რუსულად ეწერა: „ვილნიუსი რუსეთის ქალაქი“ ( «Вильнюс – город России».) მატარებლის პერსონალმა ვერ […]