პრემიერი – აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში – ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება

გუშინდელი და გუშინწინდელი “ქარდები” არასწორ ინფორმაციას და ბრალდებებს შეიცავდა, ეს ძალიან სამწუხაროა , – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ ბოლო დღეებში “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებებს. პრემიერი ამერიკის ელჩს, რობინ დანიგანს სთხოვს უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში. “ქარდები არის ცოტა გაუგებარი. ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. სამწუხარო ის არის, რომ […]

ირაკლი კობახიძე PACE-ის დეკლარაციაზე – რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით – გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე

რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტს მხოლოდ 24 დეპუტატი აწერს ხელს. “ერთი, რომ 24-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, 24-იც რომ არ ყოფილიყო და რომ ყოფილიყო თუნდაც 240 ან […]

ირაკლი კობახიძე – ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ასევე პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ

ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ასევე პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლების მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ. „2012 წლამდე იყო ჩვეულებრივი ტერორი, ასეთი რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. არჩევნების ტოტალური გაყალბება იყო წინა რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს […]

ირაკლი კობახიძე – ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის – ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები

ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ისინი პრაქტიკულად კამპანიასაც კი არ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, შეგუებული არიან იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები. „ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე […]

ისრაელის არმიამ ბეირუთში ჰეზბოლას სადაზვერვო შტაბზე იერიშის შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთში შიიტური პროირანული დაჯგუფება ჰეზბოლას ობიექტებზე თავდასხმის შესახებ განაცხადეს. შესაბამისი განცხადება და ვიდეო გამოქვეყნდა თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეჰგრამის არხში გამოქვეყნდა. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავმა დაჯგუფების სადაზვერვო შტაბზე განახორციელა იერიში. თავდასხმის სამიზნე იყო ჰეზბოლას ცენტრალური უჯრედი, რომლის მეშვეობითაც გროვდება მონაცემები ისრაელსა და მის თავდაცვით ძალებზე. ჰეზბოლა წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ […]

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე

უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება ეს საარჩევნო პროცესი, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვერც ქარდები და ვერც რაიმე სხვა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე. „უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება ეს საარჩევნო პროცესი. […]

ქვეყანას ჰყავს პრემიერობის ღირსეული კანდიდატი კობახიძის სახით, ლილუაშვილს კი საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია

თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იყოს წარდგენილი. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ლილუაშვილს ქვეყანაში საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია. „ქვეყანას ჰყავს ღირსეული კანდიდატი ირაკლი კობახიძის სახით, რომელიც პარალელურად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. გრიგოლ ლილუაშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. ის, შინაგან […]

Levi’s-მა წლიური შემოსავლის პროგნოზი შეამცირა და შესაძლოა Dockers-ის ბრენდზე უარი თქვას

ჯინსების ამერიკულმა მწარმოებელმა Levi Strauss & Co.–მ ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება გააორმაგა, მაგრამ გააუარესა წლიური შემოსავლის პროგნოზი. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, წმინდა შემოსავალმა 25 აგვისტოს დასრულებული სამი თვის განმავლობაში შეადგინა 20,7 მილიონი აშშ დოლარი, ან 5 ცენტი თითო აქციაზე, 9,6 მილიონი აშშ დოლართან ან 2 ცენტთან შედარებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. კორექტირებული მოგება […]

სერგეი ნარიშკინი: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს

ბაქოში მყოფმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-ი ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება. ნარიშკინის თანახმად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისმა “შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნით, მოამზადა შუალედური ანგარიში, რომელიც შეიცავს თეზისს, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, არ არსებობს სამართლიანი და ღია არჩევნების პირობები.” […]

Wizz Air-ი გამქრალ ფრენებზე განმარტებას ავრცელებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, გამქრალ ფრენებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. განმარტება ჩნდება ავიაკომპანიის ვებსაიტზე შესვლის შემდეგ. მგზავრებს, რომელმაც ბილეთები შეიძინეს ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში შვიდი ქალაქის მიმართულებით, ფრენები ბოლო რამდენიმე საათია აღარ უჩანთ. „ამჟამად ტექნიკური პრობლემები გვაქვს, რომელსაც გავლენა აქვს დაჯავშნის სისტემაზე. თქვენ შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ან შენიშნოთ ცვლილებები […]