„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი მოსკოვის გამზირის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მოსკოვის გამზირის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე იყო საუბარი. „შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ მმართველი გუნდის პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ვარლამ ლიპარტელიანმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ 26 ოქტომბერს […]

,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი, ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაკის გამგებელ – დავით კვინიკაძესთან, ვაკის მაჟორიტარ – ნოდარ ტურძელაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ჭავჭავაძის N75-ის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. […]

“გიორგი ნათენაძემ თავად გვიამბო, რომ ხელისუფლებამ შესთავაზა ამ თემის გააქტიურება” – გორგი უშიკიშვილი

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი, ბიზმესმენ გიორგი ნათენაძის (რომელიც ამტკიცებს რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბიზნესი წაართვეს) პასუხად, სოციალურ ქსელში წერს, რომ ის თავად ეკონტაქტა გიორგი ნათენაძეს, გაეცნო დოკუმენტებს და მას არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბიზნესი წაართვეს, არ გააჩნია. გარდა ამისა, იგი წერს, რომ ნათენაძემ მას პირადად უამბო, რომ ხელისუფლება სთავაზობდა ამ თემის გააქტიურებას. კომენტარებში, მას […]

არქი სიონის ტბაზე „ლე მერიდიენის“ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

3 ოქტომბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi წარუდგინა. არქი ამ უნიკალურ პროექტს „ლე მერიდიენთან“ პარტნიორობით ანხორციელებს, რომელიც Marriot International-ის ჯგუფში შემავალი სასტუმროების საერთაშორისო ბრენდია. „ლე მერიდიენი“ მსოფლიო მასშტაბით 119 ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აერთიანებს. მისი თითოეული სასტუმრო გამოირჩევა ელეგანტური, თანამედროვე დიზაინით და ორიენტირებულია სტუმრებისთვის სრულყოფილი […]

საპატრიარქო – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად

საქართველოს საპატრიარქო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო იმედოვნებს, რომ კანონი ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რადგან ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად. ამასთან საპატრიარქო აღნიშნავს, რომ LGBTQI პროპაგანდის გავრცელებამ “მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება საზოგადოებაში და დაძაბულობის ინსტრუმენტადაც კი იქცა მათ ხელში, ვინც […]

ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილეს. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფინანსური დოკუმენტის ის ნაწილი წარადგინა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ სპეციალურ პროგრამებსა და ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების გამოყოფას ეხება. „აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით, სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება, რასაც ნდობის ჯგუფი მიესალმება და აღნიშნულ მიდგომას […]

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ფინანსური განათლების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა თეიმურაზ ხომერიკმა და ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფინანსური განათლების თემაზე გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს მათივე ცნობითმ წელს შეხვედრა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართა და მისი მთავარი თემა იყო „დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობა ეფექტიანი ფინანსური განათლებისთვის“. „ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. დამსწრეებს […]

ჯიმი კარტერი 100 წლისაა

ჯიმი კარტერი, ამერიკის 39-ე პრეზიდენტი, შეერთებულ შტატებში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია. ის ახლახან 100 წლის გახდა და ამით კიდევ ერთხელ შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, ვინც მთელი საუკუნე იცოცხლა.

დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში – ხამენეი ამბობს, რომ ირანი უკან არ დაიხევს

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ ირანი და რეგიონში მისი წარმომადგენლები უკან არ დაიხევენ. ეს განცხადება აიათოლამ ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ გააკეთა. თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ თეირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლას” მოკლული გენერალური მდივნის მემკვიდრის განადგურება იყო. „ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრწყინვალე ქმედება რამდენიმე ღამის წინ იყო სრულიად ლეგალური და ლეგიტიმური“, […]

„რუსეთთან კავშირების გამო, ირანის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციებს ამზადებს“ – ბლუმბერგი

სექტემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მოსკოვმა და თეირანმა ბრალდება არაერთხელ უარყვეს. Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ახლა ევროკავშირიც ემზადება. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები ათეულ პირსა და ორგანიზაციას შეეხება. მათ შორის არიან საინჟინრო, მეტალურგიული და საავიაციო კომპანიები. ევროკავშირი სანქციების პაკეტის […]