„შეყვარებული ვარ ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და ამ ქვეყნის მრავალფეროვნებაზე“ – გვატემალას ტურიზმის მინისტრი

მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას ღონისძიების მონაწილე გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვითბეკი საქართველოს წარმატებად აფასებს. „ძალიან ამაყები ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ და აღვნიშნეთ მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოში, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა და ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. რა თქმა უნდა, შეყვარებული ვარ აქაურ სამზარეულოზე, ღვინოსა და ამ ქვეყნის მრავალფეროვნებაზე. […]
„არ უნდა იყოს პენსიასა და დეპუტატის ხელფასს შორის 30-მაგი განსხვავება“ – სტატისტიკოსი

ქვეყანაში არც ისე სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მომავალი წლიდან, საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. დეპუტატებს და სხვადასხვა თანამდებობის პირებს ანაზღაურება იმაზე ბევრად მეტად მოემატებათ, ვიდრე საქართველოში საშუალო ხელფასია. საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის კანონპროექტი 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო. კანონით, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა, მაღალჩინოსნებისთვის მინიჭებული ხელფასის შესაბამისი კოეფიციენტი […]
მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში

მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით, მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კილომეტრი. „ჩვენი […]
პრემიერ-მინისტრმა საგარეჯოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ბაღი, რომელიც 180-240 აღსაზრდელზეა გათვლილი, კომპანია „სოკარის“ დაფინანსებით აშენდა. სკოლამდელი ასაკის სააღმზრდელო დაწესებულება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ 6 ოთახს მოიცავს და 3000-მდე კვ.მ. ფართობზეა აშენებული. გარდა საკლასო ოთახებისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს სასადილოს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის დარბაზს, აგრეთვე ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, […]
თამარ კორძაია აშშ-ს საელჩოს „ქარდებზე“ – „ქართული ოცნება“ თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს, „გლობალური ომის პარტიას“ ეძახის და უფლებაც არ აქვთ, უპასუხონ? – სიმართლე მწარეა

დეზინფორმაციული ომი, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, იმსახურებს საპასუხო სიმართლეს და სიმართლე მწარეა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებსა” და მასზე ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს და […]
“კომოსთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს მეშვიდე ტურში “ნაპოლი” “კომოს” უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: კაპრილე, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ლობოტკა, პოლიტანო, ანგისა, მაკტომინეი, კვარაცხელია, ლუკაკუ. მატჩი “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
„რუსეთში ქართული დიასპორის“ ხელმძღვანელი პუტინმა ერთაშორის ურთიერთობა საბჭოში შეიყვანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტთან არსებული ერთაშორის ურთიერთობა საბჭოში დავით ცეცხლაძე – „რუსეთში ქართული დიასპორის“ ხელმძღვანელი შეიყვანა, იტყობინება რუსული სამთავრობო მედია „ტასს“. პუტინის შესაბამისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა. „ტასს“ აღნიშნავს, რომ აქამდე „ქართული დიასპორის წარმომადგენელი საბჭოს შემადგენლობაში არ შედიოდა“. თავად ცეცხლაძე საკმაოდ აქტიურად აშუქებს თავის საქმიანობას „ინსტაგრამში“ და რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერია. „ნახეთ ჩვენ უკვე 2008 წელს […]
ჩვენი ყველა რესურსით თანავუგრძნობთ უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა დავუშვათ მეორე უკრაინა
უმრავლესობის დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ მედიასთან „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის უკრაინიზაციას არ დაუშვებს. „ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გეტყვით იმ ერთად გაწეული შრომისთვის, რაც ბოლო წლების მანძილზე თქვენ თქვენი მხრიდან მოახერხეთ, როგორც მოქალაქეებმა, ჩვენი და იმ ხელისუფლების მხარდაჭერით, რომელმაც ყველა ბერკეტი გამოიყენა, რომ ეს ქვეყანა […]
დესტრუქციის ხარჯზე ეცდებიან დააჯერონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ არჩევნებში არ წაუგიათ, გაუყალბეს და იმსახურებენ ხელისუფლებაში მოსვლას
„მოლოდინი იმის, რომ არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირმა განაცხადოს, არჩევნები არ იყო ევროპული სტანდარტით ჩატარებულიო, ძალიან დიდია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა და დასძინა, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს წაგებულად მიიჩნევს და დესტრუქციისთვის ემზადება. „მოლოდინი იმის, რომ არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირმა განაცხადოს, არჩევნები არ იყო ევროპული სტანდარტით ჩატარებულიო, ძალიან დიდია. თუ გადავხედავთ „დაუძინებელი მეგობრების“ […]
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საჩოგბურთო ცენტრი გაიხსნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრი გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, კომპანია “სმარტ კაპიტალ ჯგუფი”-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი ვანო ჩხარტიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ. ,,მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა ჩვენი ახალგაზრდების ძალიან დიდ სურვილს წარმოადგენდა და დღეს მათ უკვე […]