უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ დიდ ქალაქებში მცხოვრები ხუთიდან ოთხი ევროპელი ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს

უახლესი კვლევის მიხედვით, ევროპის ქალაქებში მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის სხვადასხვა მაჩვენებელია. უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდ ქალაქებში მცხოვრები ხუთიდან ოთხი ევროპელი ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. თუმცა 2024 წლის ევროპის მობილობის გამოფენაზე წარმოდგენილი კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 40 პროცენტისთვისაა გადაადგილების ძირითადი საშუალება. გამოკითხვაში, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, 2500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა პარიზიდან, ბერლინიდან, მადრიდიდან, […]

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი – “ჰეზბოლას” პოზიციებზე დარტყმები შემსუბუქებისა და შესვენების გარეშე უნდა გავაგრძელოთ

“ჰეზბოლას” პოზიციებზე დარტყმები შემსუბუქებისა და შესვენების გარეშე უნდა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ განაცხადა. „უნდა გავაგრძელოთ “ჰეზბოლაზე” ზეწოლა და მტრისთვის დამატებითი და გრძელვადიანი ზიანის შექმნა; შესვენების გარეშე და დაჯგუფებისთვის შემსუბუქების გარეშე”, – განაცხადა ჰალევიმ.

დავით ფაცაცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით, ზუგდიდში განხორციელდა 5 დღიანი პროექტი – ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი – „ხიდი“, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა 15-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. მათივე ცნობით, დასკვნით ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა […]

ლაშა ქარდავა დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა მოისმინა თბილისსა და რეგიონებში არსებულ დევნილთა პოლიკლინიკებში არსებული პრობლემები და საჭიროებები. „სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს აღნიშნული მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ასევე, პოლიკლინიკების ეფექტიანი მართვისა და განვითარებისთვის დაისახა სამომავლო გეგმები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მკითხეს, საჭიროა თუ არა [ივანიშვილისთვის] გარანტიების მიცემა. პასუხი არ მაქვს, მაგრამ … – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მართალია, ბიძინა ივანიშვილს მასთან წლებია, კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა მზადაა, რომ მოუსმინოს მას. ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ინტერვიუში პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჰკითხა, მზად არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილთან კომუნიკაციისთვის: „დღეს რომ ივანიშვილმა სთხოვოს სალომე ზურაბიშვილს, ამბავი უთხრას, რეალობა დაანახოს, მზად ხართ ამ კომუნიკაციისთვის“? „მე ბოლო კომუნიკაცია მქონდა 2022 წლის […]

ფონ დერ ლაიენმა და მაკრონმა საქართველოში ვიზიტის მზადყოფნა გამოთქვეს – პრეზიდენტი

ევროპული ტურნედან დაბრუნებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოში ვიზიტზე. „ურზულან [ფონ დერ ლაენმა] თქვა, რომ მე არჩევნების მერე, – თუკი საქართველომ დაადასტურა თავისი ნება, – მე უთუოდ ჩამოვალო. ასევე მაკრონმა“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში. ამჟამად […]

ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” “მიდლსბროს” თამაში შემოუტრიალა და ისევ გაიმარჯვა

ჩემპიონშიფის მეცხრე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „მიდლსბრო“ 2:1 დაამარცხა. სტუმრები 76-ე წუთამდე 0:1 მარცხდებოდნენ, მაგრამ შემდეგ შეცვლაზე შესულმა ედო კაიემბემ და კვადვო ბაამ გაიტანეს გოლები და „უოტფორდმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 90+5-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, flashscore 6.8, whoscored […]

აშშ-დან ავტომობილების იმპორტი შეფერხებულია, ღირებულება დაკორექტირდება – ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

“აშშ-ში დოკერების [ნავსადგურის თანამშრომლების] გაფიცვამ საქართველოში მანქანების გამოგზავნა შეაფერხა”, – ამის შესახებ BMG-სთან ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალექსი ნონიაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, ავტომობილების თვითღირებულებაც გაიზარდოს. “სიტუაციის გამოსწორებას, სავარაუდოდ, 1 თვე დასჭირდება, ესეც საუკეთესო შემთხვევაში. შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, ავტომობილის ღირებულებას გაზრდის. გამიჭირდება იმის თქმა, ფასი რამდენით მოიმატებს.პროდუქციის დიდი მასა ამ პორტებში დაგროვდა”, – განაცხადა […]

გობლი: “ბოდიშის მოხდა იმაზე ბევრად შორს მიდის, ვიდრე მოლაპარაკებების დასაწყებადაა საჭირო”

ანალიტიკოსები ვაშინგტონში ამბობენ, რომ საქართველოს ისტორია სავსეა იმის მაგალითებით, რომ რუსეთს მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ მორჩილი ხელისუფლება სურს და მისი სამშვიდობო დაპირებები ახლაც ისეთივე ყალბი და ცარიელი იქნება, როგორც აქამდე იყო.

აზერბაიჯანი უარყოფს აშშ-ს მიერ ადამიანის უფლებების კრიტიკას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უარყო, როგორც თავად უწოდა, “ამაზრზენი” წერილი ამერიკელი კანონმდებლებისგან, რომლებმაც გააკრიტიკეს მის ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა და მოუწოდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, სანამ ქვეყანა კლიმატის კონფერენცია COP29-ს უმასპინძლებს მომავალ თვეში. წერილი, რომელსაც 60-მდე კანონმდებელი აწერს ხელს, მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, “მიაღწიოს პოლიტპატიმრების – მძევლებისა და სამხედრო ტყვეების, მათ შორის ეთნიკური სომხების უპირობო გათავისუფლებას, […]