ევროკავშირის ქვეყნებიდან დეპორტირების სტატისტიკა

ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის („ევროსტატი“) მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების 96 115 მოქალაქემ მიიღო ბრძანება ევროკავშირის დატოვების შესახებ, რომელთაგან 25 285 პირი მესამე ქვეყნებში დაბრუნდა. 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან დეპორტირების ბრძანებების რაოდენობა 7%-ით შემცირდა, ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რაოდენობა – 3,9%-ით. ევროკავშირის არაევროკავშირის მოქალაქეების რაოდენობა […]
ღაზის ცენტრალურ ნაწილში მეჩეთზე ისრაელის თავდასხმას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო თავდასხმას 6 ოქტომბერს ღაზის ცენტრალურ ნაწილში 18 ადამიანი ემსხვერპლა, ცნობას ავრცელებს პალესტინის ჯანდაცვის სამსახური. თავდასხმა მოხდა მეჩეთზე, სადაც დევნილები აფარებდნენ თავს, ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში, ალ-აქსას მოწამეების საავადმყოფოს მახლობლად, ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში. Associated Press-ის ჟურნალისტმა საავადმყოფოს მორგში დათვალა ცხედრები. საავადმყოფოს ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ყველა დაღუპული კაცი იყო. საავადმყოფოში განაცხადეს, რომ კიდევ ორი კაცი მძიმედ […]
“წლის ბოლომდე ახალ ფუნქციონალს ჩავუშვებთ” – Biliki.AI-ს გეგმები

ეკომეგობრული მოგზაურობის პლატფორმა Biliki.AI ახალ ფუნქციონალზე მუშაობს, რომლის ჩაშვებასაც წლის ბოლომდე გეგმავს – ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში სტარტაპის თანამდაფუძნებელი, თორნიკე ცირამუა საუბრობს. მისი თქმით, ფუნქციონალი, რომელზეც სტარტაპი მუშაობს, მომხმარებლისგან განსაკუთრებულად მოთხოვნადია და მისით ამერიკელი ინვესტორია დაინტერესებული. “ცოტა ხანში, წლის ბოლომდე ჩაეშვება ახალი ფუნქციონალი, რომელიც ფრენების პერსონალიზაციასა და ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს. Biliki.AI-ზე ჩაშენდება ფრენის ბილეთები, რომლებიც მეტად […]
გია ვოლსკი – რასაც ვუყურებ, რეალობასთან დაპირისპირებულ ბორელს თუ სხვას, ვერ ვიტყვი, რომ ევროპული სტანდარტის ან ფასეულობების რეკლამირებას აკეთებენ ქართულ საზოგადოებაში

ახლა, რასაც ვუყურებ, რეალობასთან დაპირისპირებულ ბორელს თუ სხვას, ვერ ვიტყვი, რომ ისინი ევროპული სტანდარტის, ან ფასეულობების რეკლამირებას აკეთებენ ქართულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელის მოხსენებაზე, რომელიც 8 ოქტომბერს არის ჩანიშნული. მისივე თქმით, ბორელი უახლოეს პერიოდში უნდა ჩაანაცვლოს ესტონეთის პრემიერმა, „რომლის […]
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო – მეჩეთსა და სკოლაზე ისრაელის თავდასხმებს 26 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ დღეს დილით ღაზაში, მეჩეთსა და სკოლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია ათობით ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ, რომლებიც მართვისა და კონტროლის ცენტრებში მოქმედებდნენ. შეგახსენებთ, თითქმის ერთი წლის წინ, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეიარაღებული პირები […]
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე პირი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა. დაკავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: ლალისყურის, ფშაველისა და ართანას მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე. „ასევე მოქალაქეებთან შეხვედრისას, დელეგატმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლგბტ პროპაგანდა ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა აღწევდეს და ამის მცდელობა რასაკვირველია, იყო

[ლგბტ] პროპაგანდა ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა აღწევდეს. ამის მცდელობა რასაკვირველია, იყო, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს, რომელშიც მან შეშფოთება გამოთქვა „ოჯახური ღირებულებებისა და არა სრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გამო. „ყველა ადამიანის უფლება უნდა დაიცვას, პროპაგანდა სხვაა და ადამიანებისადმი მიმართული გარკვეული აქციები თუ კანონები – სხვა. პროპაგანდაზეა ლაპარაკი, […]
ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონის მთავარი მიზანი დაასახელა

“ბაიერნის” ფორვარდმა ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონის მთავარი მიზანი დაასახელა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და ამისთვის ყველაფერს გაიღებს. “ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და ამ ტურნირის მოგება მსურს. ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურნირია. რა თქმა უნდა, ფინალის “ალიანს არენაზე” ჩატარება და გამარჯვება დიდებული გრძნობა იქნება. ამ ტურნირზე ატმოსფერო და გულშემატკივრები დაუჯერებელ გარემოს ქმნიან”, […]
რუსეთის არმიამ შაბათს და კვირა დილით ხუთი ათასი გასროლა განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ, გასულ 24 საათში ხუთი ათასზე მეტი გასროლა განახორციელა, მათ შორის 144 – ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან. ამავე პერიოდში უკრაინაში რუსეთმა ჩამოაგდო 130 მართვადი საავიაციო ბომბი. კვირა ღამით დრონებით იერიში განხორციელდა ოდესაზე, სადაც თავდასხმისას დაზიანდა საწყობი და სატვირთო მანქანა. ერთი პირი დაშავდა და საავადმყოფოში მოათავსეს მძიმე მდგომარეობაში. […]