ისრაელმა მასიური იერიში მიიტანა ბეირუთზე ირანის სარაკეტო თავდასხმაზე პასუხის განხილვის ფონზე

ისრაელის საჰაერო ძალებმა 6 ოქტომბერს მასიური საჰაერო თავდასხმები მოაწყვეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე იმ დროს, როცა ქვეყანა ასევე განიხილავს ირანის ბოლოდროინდელ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხის ვარიანტებს. ისრაელმა განაცხადა, რომ მან განახორციელა “მიზანმიმართული დარტყმების” სერია “იარაღის საწყობებზე” და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე , რომლებიც ეკუთვნის ჰეზბოლას. ჰეზბოლა ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი შეერთებული შტატების მიერ, ხოლო ევროპის კავშირმა შავ სიაში […]
“ძალიან რთული თემაა და ბევრი ბიზნესი ამას ვერ შეძლებს” – მაია წერეთელი უცხოელი კადრების დასაქმებაზე

პანდემიის შემდეგ საკადრო დეფიციტზე თითქმის ყველა სექტორის წარმომადგენელი აქტიურად საუბრობს. მათი ნაწილი გამოსავლის ძიებამ უცხოელების დასაქმების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. როგორც აღმოჩნდა, ერთ სფეროში ნაპოვნი გამოსავალი ყველასთვის ერთნაირად სარგებლიანი არ არის. სამშენებლო სექტორისგან განსხვავებით ახალ რეალობაზე სამასპინძლო სფერო ვერ გადაეწყო. სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი აცხადებს, რომ ბაზარზე უკვე არის ამის პრეცედენტები, თუმცა […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია – გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერავინ ჩაერევა

ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია – ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილისა და მის მოადგილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის დაწესებულ სანქციებზე და განაცხადა, რომ ეს „ იყო ტიპური […]
შალვა პაპუაშვილი – საელჩო არ უნდა აძლევდეს თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, სამწუხაროდ, ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის საელჩო, მათ შორის უკვე იუმორის დონეში გადასული ე.წ. ქარდების სერიით

სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო ამ „ქარდებით“ თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი – სამივე „ქარდი“ დეზინფორმაციული ან მანიპულაციური ხასიათის იყო, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში. „უპირველეს ყოვლისა, საელჩო არ უნდა […]
ლევან მგალობლიშვილი – დარწმუნებული ვარ, ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, ძალიან მალე სოხუმში გიმასპინძლებთ

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, ძალიან მალე, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან სოხუმში გიმასპინძლებთ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში განაცხადა, სადაც „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო. ლევან მგალობლიშვილმა თბილისს, თბილისელებს და ყველა კუთხის წარმომადგენლებს „თბილისობა“ მიულოცა და ქალაქის მერს, […]
თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის ამოცანაა, რუსული პროპაგანდის ტირაჟირება, ყალბი შიშის დანერგვა ცრუ ნარატივებით და შიშზე დაფუძნებული კამპანიით ხელისუფლების შენარჩუნება

მივესალმები კრიტიკული მედიის გადაწყვეტილებას, რომ იყოს პრინციპული ეროვნული ინტერესების დაცვაში და რომ კრიტიკული ტელევიზიები უარს ამბობენ მოახდინონ რუსული პროპაგანდის ტირაჟირება, – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ზოგიერთი ტელევიზიის გადაწყვეტილება, რომლებიც უარს აცხადებენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე. თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოხარულია, რომ „კრიტიკული ტელევიზიები არ გახდნენ ივანიშვილის რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტები“. […]
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ, მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა მთავარი მოთხოვნები გააჟღერეს, კერძოდ უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნა და საკონსულო რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალობა. ისმოდა შეძახილები: “რატომ არ ხსნით დაარჩევნო უბნებს?”, ივანიშვილს ბოლო მოეღება”. მათ ადგილზე იმ ქვეყნების ჩამონათვალი მიიტანეს, სადაც დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა სურთ. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, არჩევნებში მონაწილეობა ყველამ […]
თბილისობის ღონისძიების ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზო“ მოეწყო

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე – გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და […]
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფო ჯაფარიძემ მოსახლეობას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა გააცნო, რომელიც საპენსიო რეფორმის ძირეულად შეცვლას ითვალისწინებს. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება. „გრძელდება თბილისელებთან შეხვედრა. ვხვდებით ჩვენს საოცარ მოქალაქეებს, განწყობა არის წარმოუდგენლად ამაღლებული. ახლა ვიმყოფებით […]
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ლიპარტელიანმა ადგილობრივებს მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმა და პოლიტიკაში მისი მოსვლის მიზეზები გააცნო. „საუბარი შედგა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იმაზეც, რომ გარე ძალების მხრიდან არის საქართველოს ომში ჩათრევის […]