მთელ მსოფლიოში იმართება პალესტინის მხარდამჭერების და ისრაელის მომხრეების აქციები

ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული) ისრაელზე თავდასხმის და ისრაელის მიერ ღაზაში ომის დაწყების წლისთავის წინა დღეს, მასობრივი დემონსტრაციები იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის შეხვედრების მთავარი სლოგანია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ამ დემონსტრაციების მონაწილეები ისრაელს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებენ. 6 ოქტომბრის გამოსვლები მოჰყვა მოჰყვა მასიურ თავყრილობებს, რომლებიც წინა დღეს გაიმართა ევროპის […]

უკრაინაში, ფრონტზე დაიღუპა ყოფილი რუსი ოპოზიციონერი ილდარ დადინი

რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინაში, ხარკოვის რაიონში, დაიღუპა რუსეთის ყოფილი ოპოზიციონერი აქტივისტი, ილდარ დადინი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა. დადინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გამოცემა The Insider-ს “სვობოდა როსიის” (რუსეთის თავისუფლება) ლეგიონში დაუდასტურეს. პირველი შეტყობინება დადინის გარდაცვალების შესახებ ჟურნალისტმა ქსენია ლარინამ გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურა ასევე უკრაინაში მცხოვრებმა რუსმა ოპოზიციონერმა, ილია პონომარიოვმა, რომელმაც დააზუსტა, რომ მისი მონაცემებით, დადინი […]

ტაილანდში მოსახლეობას ფულს დაურიგებენ ეკონომიკის სტიმულირებისთვის

ტაილანდმა დაიწყო მოქალაქეებზე 300 დოლარის გაცემა ეკონომიკის სტიმულირებისთვის. პირველ რიგში, მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენა მიიღებს ფულს, 14, 5 მილიონი ადამიანი.მთლიანად პროგრამა გათვლილია 45 მილიონ ტაილანდელზე. სქემას ცენტრალური ბანკი და ეკონომისტები აკრიტიკებენ. ტაილანდის მთავრობამ 25 სექტემბერს 14 მილიარდი დოლარის ღირებულების ეკონომიკური სტიმულირების პროგრამა წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ათეულ მილიონ მოქალაქეს 10 000 ბატის (300 დოლარის) სარგებელს დაპირდნენ, […]

რა პრიორიტეტები იკვეთება გარემოსდაცვით ინფრასტრუქტურაში – კვლევა

“საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც “კომერსანტს” ექსკლუზიურად მოაწოდა. კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა – საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს. კვლევის დოკუმენტში, რომელიც “კომერსანტს” ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი. აქვე წარმოდგენილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც, ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში […]

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, იქმნება აღქმა, რომ ოპოზიციამ არჩევნები „კიდევ ერთხელ არ აღიაროს, რაც გასაკვირის არ არის“. „ვნახეთ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში, რომელიც საქართველოში NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ […]

პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებაზე” – იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი, – ამის შესახებ ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კარდენახში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტს. მისი თქმით, ხელისუფლება, როგორც “მოსალოდნელი იყო, ძალადობას მიმართავს”, მაგრამ “ერთიანობა-ნაციონალურ […]

მიეცით უფლება ქართველ ხალხს, რომ თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყანაში, არც შიგნით, არც გარეთ

ევროპარლამენტარმა დანილო დელა ველემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გარე ჩარევის დაუშვებლობაზე ისაუბრა. ევროპარლამენტარს მიაჩნია, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. „იმედის კვირამ“ ევროპარლამენტარს გარე ჩარევის თავიდან არიდების მნიშვნელობის შესახებ დაუსვა კითხვა: „26 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად , როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა ფორმის […]

ენმ-ის განცხადებით, კარდანახში მათ ლიდერებს თავს დაესხნენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, გურჯაანის სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მათ ლიდერებს თავს დაესხნენ. პარტიის ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს, რის შემდეგაც ის ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს. „მე ექიმი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის ყველა სიმპტომი ადგილზეა, სახეზე მატყობთ მარჯვენა მხარეს ასიმეტრიას, მაქვს სერიოზული […]

“სამი წელია, სახედრის რძეზე მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია” – “ვირლანდია”

სახედრების ფერმა “ვირლანდიას” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გასულ წლებში ვირის რძეზე მოთხოვნა აქტიურად იზრდება – ამის შესახებ თორნიკე ტეფნაძემ BM.GE-სთან ისაუბრა. მისივე თქმით, მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ ფერმის დღიური წარმადობა მას ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც უფრო მეტი სახედრის შეძენა იგეგმება. “ეს საქმიანობა 2016 წელს პირველებმა დავიწყეთ, თავიდანვე გარკვეულწილად მოსახლეობის ცნობიერება ამისთვის მზად არ იყო, თუმცა, გარკვეული […]

საშუალო ევროპელი ყოველწლიურად 132 კილოგრამ საკვებს ყრის

საშუალო ევროპელი ყოველწლიურად 132 კილოგრამ საკვებს ყრის. ამ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო Eurostat ავრცელებს. საკვების ნახევარზე მეტი (72 კილოგრამი) ხვდება სახლში ნაგვის ურნაში. დანარჩენი საკვების ნარჩენები წარმოიქმნება კაფეებში, სუპერმარკეტებში და ქარხნებში. ყველაზე მეტი საკვები იყრება კვიპროსზე (294 კილოგრამი ერთ ადამიანზე), დანიაში (254) და პორტუგალიაში (185). რეიტინგის საპირისპირო მხარეს სლოვენია (71), ხორვატია (72) და უნგრეთი (84) […]