ევროკავშირის ელჩის განწყობებზე, რა მოსწონს და რა არა, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ უნდა იაროს – კალაძე

საარჩევნო ბანერებზე რეალობაა აღბეჭდილი – არ გვინდა ჩვენ ომი და მეორე ფრონტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო ვიდეორგოლის სატელევიზიო ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. „ხომ არ გგონიათ, რომ იმ კონკრეტულმა ტელევიზიებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება? დაავალეს და უთხრეს, ხომ?! ჰერჩინსკის საშუალებით გააჟღერეს […]
რეფერენდუმი ყაზახეთში: უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას

ყაზახების 71%-ზე მეტმა ხმა მისცა ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურის (NPP) მშენებლობას. ამ საკითხზე 6 ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის შედეგები ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 ოქტომბერს გამოაცხადა. კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 63,66% იყო, რაც “აღემატებოდა საჭირო 50%-ს და შეადგენს 7 820 204 ამომრჩეველს.” რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მომხრეები ამბობენ, რომ ელექტროსადგური […]
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, სალომე ზურაბიშვილი კოალიციის ლიდერებს: ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს ე.წ. ტექნიკური მთავრობის წევრებსა და პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატს დაუსახელებს. როგორც კოალიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, თუ ვის კანდიდატურას დაუსახელებს პრეზიდენტი. ცნობისთვის, ოპოზიციურმა ძალებმა ხელი […]
ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე – ჩვენ შემდეგ პარლამენტში 100 მანდატიც გვექნება და მეტიც – შესაბამისად, იქ უკვე ოპოზიციის მონაწილეობა საერთოდ არ იქნება საჭირო

ჩვენ შემდეგ პარლამენტში 100 მანდატიც გვექნება და მეტიც – შესაბამისად, იქ უკვე ოპოზიციის მონაწილეობა საერთოდ არ იქნება საჭირო, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იმპიჩმენტის ერთ-ერთი დატვირთვა ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს. „ამ იმპიჩმენტს ორი დატვირთვა აქვს: ერთი ის, რომ ქალბატონი სალომე […]
კახა კალაძე – არავის აქვს უფლება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიოს – ეს არის გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა

ეს არის გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა, დამოკიდებულება, რომ ჩვენ იმის უფლება არ უნდა გვქონდეს, რომ ვიამაყოთ ჩვენი დამოუკიდებლობით, არ უნდა ვისაუბროთ სუვერენიტეტზე და სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილი უნდა დაითმოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს იმის უფლება არ აქვს, რომ ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში ჩაერიოს. „ვინც არ უნდა […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ICT in Life 2024“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციამ – „ICT in Life 2024“ მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და […]
ირაკლი ზარქუა – კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი „მადამ მავნებელი“ გახდა – არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტად ყოფნის 6-წლიანი ვადა ამოწურა

სალომე ზურაბიშვილს არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტად ყოფნის 6-წლიანი ვადა ამოწურა – ის უნდა წავიდეს სტატუსით, რომ საქართველოს მოსახლეობამ და მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა გადააყენა, – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. ზარქუა სალომე ზურაბიშვილს „მადამ მავნებელს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ „ის საქართველოს ინტერესებს არ გამოხატავს“. „ვაკვირდებით, რომ კონსტიტუციის […]
პაველ ჰერჩინსკი – საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა

ევროკავშირის ლიდერების მიერ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეთხოვათ საქართველოს ხელისუფლებისთვის სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ პოზიტიური რეკომენდაცია ნაკლებად სავარაუდოა და 27 წევრი სახელმწიფოს პოზიტიური გადაწყვეტილება, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. […]
განათლების სამინისტრო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სკოლებში შესულ შეტყობინებაზე – სკოლებმა პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს – მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლების ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის შემდეგ, მათ პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ. „თბილისის მასშტაბით რამდენიმე სკოლაში შევიდა შეტყობინება. სკოლებმა შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს. სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ,“- აცხადებენ განათლების სამინისტროში. ცნობისთვის, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის […]
ქუთაისი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს

2024 წლის 11-16 დეკემბერს ქუთაისი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს. კონკურსი ფორტეპიანოს პროფილით, სამ ასაკობრივ კატეგორიაში, ერთ ტურად, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდება. კონკურსის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები და მუსიკოსები საქართველოს, იაპონიის, ბელგიის, პორტუგალიის უმაღლესი სასწავლებლებიდან. კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრები ჩაატარებენ მასტერკლასებს. კონკურსი ეძღვნება ქუთაისის მ. ბალანჩივაძის […]