კალაძე კრიტიკულ მედიებს: მონობას დაანებეთ თავი

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება კრიტიკული მედიების გადაწყვეტილებას, არ გაუშვან ეთერში ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეო რგოლი, სადაც მმართველი პარტია საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას აგრძელებს. კალაძე მედიების ამ გადაწყვეტილებას “მონობას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ ვიდეორგოლის არგაშვებას უნდა ჰქონდეს “საფუძველი და არგუმენტები”. “საარჩევნო კამპანიის დროს კონკრეტულ ვიდეორგოლს, რომელსაც არ უშვებს ტელევიზია, ამას სჭირდება საფუძველი, […]

გვარამია: პრეზიდენტის ინიციატივა დროულია, კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებს შორის ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებით მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის შერჩევაზე კონსულტაცია დასრულდა. ორბელიანების სასახლეში შეხვედრის შემდეგ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა. “ჩემი აზრით, მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და ძალიან რაციონალური. სახელები და გვარები […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთის სოფლების: ალამბრის, ზენითის, აჭყვისთავისა და კვირიკეს მეურნეობის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია“, […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თიანეთში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვემო ნაქალაქარის, მაგრანეთის, არტანასა და ლიშოს მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. „დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. შეაჯამეს სოფელში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ხუნდაძის თქმით, “ქართული ოცნება” არის უპირობო […]

გიორგი ძიგუა – მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შეხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას

მთავრობის თავმჯდომარისგან, ლევან მგალობლიშვილისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შეხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას, – ამის შესახებ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ ჟურნალისტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. „დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარისგან […]

ზურაბ ჯაფარიძე „ქართულ ოცნებაზე“ – რა იმპიჩმენტი, რის იმპიჩმენტი? ეგენი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან და მორჩება

რა იმპიჩმენტი, რის იმპიჩმენტი? ეგენი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან და მორჩება. მორიგი თემა წამოწიეს, რადგან არ იციან, რაზე ილაპარაკონ, მორიგი ნეგატივი გამოაგდეს, რომ საკუთარ ამომრჩეველს სალაპარაკოდ მიუგდონ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის […]

ვასილ ჩიგოგიძე – 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის!

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთში ახალგაზრდებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე, დელეგატმა განიხილა განათლებისა და სპორტის მიმართულებით პროგრამები და პროექტები, რომლებსაც ხელისუფლება ახალგაზრდების მხარდასაჭერად ახორციელებს. „ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ საინტერესო ინიციატივებს ყოველთვის ექნება ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერა. 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის!“- […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, მთაწმინდაზე, ნიკოლაძის ქუჩის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოსახლეობას გააცნო გუნდის საარჩევნო პროგრამა, მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს რაიონში არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„გორმედი“ – „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალი აგრძელებს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სამედიცინო სერვისების მიწოდებას

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სამედიცინო სერვისების შეთავაზებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კლინიკაში გრძელდება ოფთალმოლოგიური კონსულტაციები თბილისიდან მოწვეულ სპეციალისტთან, ოფთალმოქირურუგ, პროფესორ, მალხაზ ჩიქოვანთან. „პროფესორი, მალხაზ ჩიქოვანის მიერ უკვე მრავალი წარმატებული კატარაქტის ოპერაცია ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ „გორმედის“ ხაშურის ფილიალი მოსახლეობას ოფთალმოლოგიურ კონსულტაციას სააქციო ფასად სთავაზობს, აქციის ფარგლებში კონსულტაცია მოიცავს […]

გიგა ბოკერია – საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არა მონაწილე პარტიებს შორის, არამედ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, „ქართული ოცნების“ საქართველოს გზიდან მოშორებაზეა

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არა მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, „ქართული ოცნების“ საქართველოს გზიდან მოშორებაზეა, – ამის შესახებ „ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, „რა განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სპექტრის მიმართ, აუცილებელია, ხმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის […]