ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო – რაზე მუშაობს ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი?

ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო – რაზე მუშაობს ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი? სექტემბერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური” ავრცელებს. სახელმწიფომ კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და ერთობლივ საწარმოს (JV JAN DE NUL – PRIME CONCRETE) შორის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7451 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7451 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7451 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7451 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0097 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0106 ლარია. […]

ზუსტად იგივეს გვიკეთებენ 2003-ში ასლან აბაშიძე და ლევან მამალაძე – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: ,,გუშინ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე კუნთმაგარმა ქოცების ტიტუშკებმა თავდასხმა მოაწყვეს. ზუსტად იგივეს გვიკეთებენ 2003-ში ასლან აბაშიძე და ლევან მამალაძე, მაგრამ მათ ამან ვერ უშველა. ახლანდელი ქოცები კიდევ უფრო წყალწაღებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს თავდასხმები უმწეობის და მათი სრული უპერსპექტივობის განცდის გამოხატულებაა.”

„საქართველოს ამჟამინდელი კურსი აჩერებს ევროინტეგრაციას“ – ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი

ევროკავშირის უმაღლესი ორგანო გეგმავს გაიმეოროს, რომ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და მას მოუწოდოს, განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები. ეს ირკვევა ევროპული საბჭოს უახლოესი შეხვედრის სამუშაო დოკუმენტიდან, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო. „ევროპული საბჭო იმეორებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზას, ფაქტობრივად, მას აჩერებს. მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები […]

მოსკოვის სასამართლომ 72 წლის ამერიკელს 6 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქეს, 72 წლის სტივენ ჰაბარდს, საერთო რეჟიმის კოლონიაში 6 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს დაქირავებული მებრძოლების შესახებ მუხლით. ამის შესახებ იტყობინება „მედიაზონა“. ჰაბარდს ასევე ჩამოართვეს 142 ათასი გრივნა. პროკურატურა ამერიკელისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. საქმე დახურულ რეჟიმში განიხილებოდა. როგორც იტყობინებიან, ჰაბარდმა თავი დამნაშავედ ცნო. გამოძიების თანახმად, მიჩიგანის […]

მაია სანდუ – სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე – მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. „მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ მათ სწრაფვაში“, – წერს სანდუ. შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამავე […]

“სიტყვის ფასი” რანაირად ახსენე საერთოდ სხვასთან მიმართებაში, როცა ამხელა ვირეშმაკა გყავს დუშკაბინაში?“ – ვიკა ბუკია იაგო ხვიჩიას

ჟურნალისტი ვიკა ბუკია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას „ფორმულაზე“ ინტერვიუს ეხმაურება: „იაგო ხვიჩია, ნომერ პირველ გადამგდებზე რანაირად იძახი ამას: ბიძინას არ ვიცნობო და ამ 4 პარტიას ვიცნობ და ამათმა სიტყვის ფასი არ იციანო? really? კაცო, ოპოზიცია თუ არ მოგწონს გავიგე და დაჟე რუსული ვექტორი რომ გკიდია (ესეც შენი არჩევანია), მაგრამ “სიტყვის ფასი” რანაირად ახსენე საერთოდ სხვასთან […]

“ამბასადორი ბათუმი აილენდი” ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

“ამბასადორი ბათუმი აილენდი”, ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ამ ეტაპზე, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსგან ითხოვს, ბათუმში ხელოვნურ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციის შეთანხმებას.

ვახუშტი მენაბდე – ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ვახუშტი მენაბდეს ესაუბრა. – ბატონო ვახუშტი, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცედურას იწყებს. პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის თქმით, „ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომებზე ზურაბიშვილს, არანაკლებ ასი ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.“ მისივე თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გასულ კვირას მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს გენოციდისთვის, რომელსაც 1 წელია ახორციელებს – როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ასევე შეაჩერებენ ნეთანიაჰუსაც

ისრაელის გენოციდის, ოკუპაციისა და შეჭრის ხანგრძლივი პოლიტიკა უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, “ისრაელის მკვლელმა მთავრობამ ღაზასა და ლიბანში ათიათასობით ადამიანი დახოცა”. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს ამ გენოციდისთვის, რომელსაც ის ერთი წელია ახორციელებს და […]