პუტინი ამ კვირაში ირანის პრეზიდენტს შეხვდება იმ საშიშროების ფონზე, რომ კრიზისი ახლო აღმოსავლეთში შეიძლება უკონტროლო გახდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ კვირაში თავის ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და მისი უკონტროლო გაფართოების საშიშროების ფონზე. რუსეთის ოფიციალურ სააგენტოებს მოჰყავთ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს 11 ოქტომბერს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შეხვდებიან. უშაკოვის თანახმად, პუტინი ფეზეშქიანთან მოლაპარაკებას აპირებს ასევე ყაზანში, სადაც 22-24 ოქტომბერს გაიმართება ცხრა […]

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავდა 16 ადამიანი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავდა 16 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალების იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. სინეგუბოვის ცნობით, დაშავებულთაგან 7 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს ექიმებმა სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთ მინზუს ეთნიკური უმცირესობების უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთ მინზუს ეთნიკური უმცირესობების უნივერსიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელსაც უნივერსიტეტის ვიცე – პრეზიდენტი მაო იანდონგი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ჩინეთის მხარის ინიციატივით გაიმართა და მიზნად ეთნიკური უმცირესობების მიმართ […]

გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 12500-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათი ცნობით, გაზის მიწოდება 11 ოქტომბრის 09:00 სთ-დან დაიწყება. კომპანია მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებს, რათა გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვონ. „გაცნობებთ, რომ გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის გამო, ოთხშაბათს, 9 ოქტომბრის 08:00 საათიდან 11 ოქტომბრის 08:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით […]

ვლადიმერ პუტინი დღეს ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი იქნება. მათივე ინფორმაციით, პუტინი, მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსაც მიიღებს. ცნობისთვის, ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, რომელსაც პუტინი უხელმძღვანელებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, […]

ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზე მუშაობს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, იქმნება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. უკვე დასრულდა, სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიაზე მუშაობა, რასაც ჯანდაცვის მინისტრი და იაპონიიდან სპეციალურად ჩამოსული ექსპერტები გაეცნენ. „დედათა და ბავშვთა […]

ყაზბეგში ორი მთამსვლელი გარდაიცვალა – შსს

ყაზბეგში, მყინვარწვერის გზაზე ორი მთამსვლელი დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილები რუსეთის მოქალაქეები არიან. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა შეემთხვათ მათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

FIFA-მ ახალი სატრანსფერო ფანჯარა შექმნა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) გამოაცხადა დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის შექმნის შესახებ, რომელიც ღია იქნება 2025 წლის 1-10 ივნისს. ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კონტრაქტი შეიძლება ამოიწუროს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დროს, რომელიც 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატისთვის განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ, მონაწილე კლუბებს შეეძლებათ ფეხბურთელების შეცვლა 27 ივნისიდან […]

„ეს დინამიკა წლის ბოლომდე შენარჩუნდება“ – მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წლიურად 41.9%-ით შემცირდა

Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2024 აგვისტოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ გაუმჯობესება განაგრძო, თუმცა ის მაინც შესუსტებული რჩება წლის დასაწყისთან შედარებით. აგვისტოში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.3%-ით გაიზარდა, ივლისში დაფიქსირებული უცვლელი ფასის შემდეგ. შესუსტებული მოთხოვნა ასევე მოქმედებს მიწოდებაზე – გასული სამი თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა მკვეთრად, წლიურად 41.9%-ითაა შემცირებული. მოსალოდნელია რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება […]

მხოლოდ 8 და 9 ოქტომბერს — 50%-იანი ფასდაკლება მიწოდების სერვისზე Yandex Go-სგან

Yandex Go-ს მიწოდების სერვისის აქცია: 50%-იანი ფასდაკლება მთელ მენიუზე რესტორნებსა და კაფეებში. მხოლოდ 8 და 9 ოქტომბერს, პროექტის დაწყების აღსანიშნავად, კომპანია ორდღიანი სპეციალური აქციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამავდროულად, უფასო მიწოდება ასობით საყვარელი ადგილიდან და დაწესებულებიდან რჩება ზემოთ აღნიშნული -50% ფასდაკლებით. იმისთვის, რომ Yandex Go-დან საკვები და პროდუქტები შეუკვეთოთ, უნდა განაახლოთ აპლიკაცია და თუ მანამდე არ […]