ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელებაა, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ნაციონალური მოძრაობის“ ნეგატიურ კამპანიაზე და მათ ბანერებზე საუბრობს, რომლის შეფასებითაც, „ეს პირდაპირ ზიზღის და ბულინგის ენაა“. ირაკლი კირცხალია აგრეთვე სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, თავიანთ ანგარიშებში შეიტანონ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერებზეა. „ზედმეტი აღქმები არ სჭირდება, ეს არის პირდაპირ ზიზღის ენა, პირდაპირი ბულინგის ენა, ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, […]

“ერთიანობას თუ აირჩევს ხალხი, რა თქმა უნდა ხმას მისცემს 41-ს – ვის მოიშორებენ, ამას ვნახავთ 26 ოქტომბერს

მე ვიტყოდი, რომ ეს ბანერი ძალიან კარგია, რადგან ერთიანობასა და გაერთიანებაზე ჩვენ ვლაპარაკობთ და „ნაცები“ სულ ლაპარაკობენ დაყოფასა და ომზე და ა.შ. – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერზე საუბრისას. „ერთიანობას თუ აირჩევს ხალხი რა თქმა უნდა ხმას მისცემს 41-ს. რაც შეეხება „ოცნების“ მოშორებას, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელმაც უკვე […]

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა – რა მოთხოვნებია 14 ევროდეპუტატის პროექტში

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა – რა მოთხოვნებია 14 ევროდეპუტატის პროექტში 14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“. ავტორები არიან – ურმას პაეტი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, დან ბარნა, ჰელმუტ ბრანდშტეტერი, ბენუა კასარი, ოლივიე შასტელი, ვერონიკა ციფროვა ოსტრიჰონოვა, […]

“თომას ედისონის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრის” ორგანიზებით, თბილისსა და ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაცია, კადრების გადამზადების აუცილებლობა, ბაზრის მოწყობის მოდელი და სისტემის შეფასების კრიტერიუმები. „თომას ედისონის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ელექტროენერგეტიკულ სექტორში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას ლატვიიდან მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ. ლატვიელმა ენერგეტიკოსებმა თბილისსა და ბათუმში დამსწრე საზოგადოებას ის გამოცდილება გაუზიარეს, რაც მათ წლების წინ გაიარეს საბჭოთა სისტემიდან ევროპულზე გადასვლის პერიოდში, რასაც ახლა საქართველოს ენერგეტიკის სისტემა […]

თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა

თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.

ოსამა ბინ ლადენის ვაჟს საფრანგეთში აღარ ჩაუშვებენ მის მიერ ტერორიზმის განდიდების გამო

ტერორისტულ ქსელ ალ-ყაიდის დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟს, ომარს, აუკრძალეს დაბრუნება საფრანგეთში, საიდანაც მისი დეპორტაცია მოხდა, რადგან, როგორც ამტკიცებენ, სოციალურ ქსელებში ტერორიზმის განდიდების შემცველი პუბლიკაციები გაავრცელა. ამ ინფორმაციას აქვეყნებს Reuters-ი. ომარ ბინ ლადენის საფრანგეთში დაბრუნების აკრძალვის განკარგულებას ხელი მოაწერა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაიომ. მან ასევე განაცხადა, რომ ომარი ადრე იყო დეპორტირებული. საფრანგეთის შინაგან […]

“ბარსელონას” “ეიბარის” დონეზე ათამაშებდა – ლუის ენრიკე ჩავიზე

“ბარსელონას” ყოფილმა და “პარი სენ ჟერმენის” ამჟამინდელმა თავკაცმა ლუის ენრიკემ Movistar-თან ინტერვიუში ჩავი ერნანდესი გააკრიტიკა, რომელიც “ბლაუგრანას” 2021/2024 წლების სეზონში წვრთნიდა. ენრიკეს თქმით, ჩავის მწვრთნელობის დროს “ბარსელონამ” საკუთარი დნმ-ი დაკარგა. “ბარსელონამ” ხავის ხელმძღვანელობით საკუთარი დნმ-ი დაკარგა. ისინი ბურთს ვერ ფლობდნენ და ვერც დომინანტურ ფეხბურთს თამაშობდნენ. ასეთი რამ “ბლაუგრანაში” რომ ჩემი მუშაობის პერიოდში მომხდარიყო, კრიტიკის ქარცეცხლში […]

კახა კალაძე – მივესალმები იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად „ქართული ოცნების“ გამარჯვებას იზეიმებს

მივესალმები იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად „ქართული ოცნების“ გამარჯვებას იზეიმებს, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საზოგადოებას მსგავსი „ფანჩატური“ ბევრი უნახავს, მაგრამ მთავარია, ვინ არიან მისი წარმომადგენლები. „გახსოვთ, იყო „შალიკოს ფანჩატური“, დღეს […]

„საქპატენტი“ – 2024 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში საქართველო 8 პოზიციით დაწინაურდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა 2024 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის რეიტინგი, სადაც საქართველო შარშანდელ მაჩვენებელთან (65-ე ადგილი) შედარებით, 8 პოზიციით დაწინაურდა და 60 საუკეთესო ქვეყანას შორის 57-ე ადგილზეა წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) მსოფლიო ეკონომიკის ინოვაციური შესაძლებლობებისა და შედეგების რეიტინგია, რომელიც მსოფლიოს 133 ქვეყნის ეკონომიკას ინოვაციური შესაძლებლობების […]

წელს საქართველოს საზღვარზე, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი გამოვლინდა

მიმდინარე წელს, საქართველოს საზღვრზე, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს. მათივე ცნობით, გასულ წელს კი სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 852 შემთხვევა დაფიქსირდა. „2024 წლის 1-ელი იანვრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის […]