ალდაგისა და ბენე კომფორტის პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

სადაზღვევო კომპანია ალდაგი და საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვანი პროვაიდერი კომპანია „ბენე კომფორტი“ პარტნიორობას იწყებენ, რომლის მიზანი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული პირობებისა და კომფორტული სერვისების შეთავაზების უზრუნველყოფაა.

ეს ადამიანები აგრძელებენ ბინძურ კამპანიას, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს და 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს

ეს ადამიანები [„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები] აგრძელებენ ამ ბინძურ კამპანიას სხვადასხვა ფორმით. მათი მხრიდან ყველა არჩევნებზე ასე იყო, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე საუბრისას. „საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს და 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს ყველაფერს“, – აღნიშნა კალაძემ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნეგატიური კამპანია დაიწყო და ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა.

„ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, გამოჩნდა ბანერები, რომელიც შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას. მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში

„ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, გამოჩნდა ბანერები, რომელიც შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას. მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მოუწოდებს სადამკვირვებლო მისიებს, რომ საკუთარ ანგარიშებში ასახონ ზიზღის კამპანია, რომელსაც წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა. საუბარია შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერებზე, რომელიც დედაქალაქში გამოჩნდა. „რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. გასაკვირი არაფერი არ […]

კამალა ჰარისი აცხადებს, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვლადიმერ პუტინს არ შეხვდება

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თავად უკრაინის გარეშე არ შეხვდება. „სიესბი ნიუსთან“ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა პუტინთან შეხვედრას უკრაინაში სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად, ჰარისმა უარყოფითად უპასუხა. „უკრაინის გარეშე არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს ხმის უფლება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჰარისმა. ამასთან, კამალა ჰარისმა განაცხადა, […]

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე,-ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის დაწყებული მოლაპარაკებები. თბილისის მერმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტს „აბსურდის თეატრის მსახიობები“ უწოდა. „საერთოდ არ მაინტერესებს ეს კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებები და არც მათი მხარდამჭერები, მაგრამ პირველ რიგში, მათი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, გამოდიან და ამბობენ, ხმა მოგვეცით, ამას გავაკეთებთ , იმას გავაკეთებთო […]

კახა კალაძე – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა ვუთხრათ, როგორი მცდელობაა, ამ ქვეყნების სახელით ჩაერიონ საქართველოს პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში

ევროკავშირის ელჩი წარმოადგენს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირშია გაწევრიანებული, შესაბამისად ჩვენ იმ ქვეყნებს, მათ საგარეო საქმეთა სამინისტროებს უნდა დავუგზავნოთ შესაბამისი წერილი, ვუთხრათ, რა ხდება რეალურად, როგორი მცდელობაა, ამ ქვეყნების სახელით ჩაერიონ საქართველოში პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კალაძის განმარტებით, ევროკავშირის ელჩის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით პირდაპირ პოლიტიკაში ჩარევაა, […]

ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობის“ კამპანიაზე – ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელებაა, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაზე და მათ ბანერებზე საუბრობს, რომლის შეფასებითაც, „ეს პირდაპირ ზიზღის და ბულინგის ენაა“. ირაკლი კირცხალია აგრეთვე სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, თავიანთ ანგარიშებში შეიტანონ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერებზე ვხედავთ. „ზედმეტი აღქმები არ სჭირდება, ეს არის პირდაპირ ზიზღის ენა, პირდაპირი ბულინგის ენა, ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, […]

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც

კონსტიტუციის დარღვევასთან და პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა განგვიცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლე “კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად უნდა აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ განუცხადა. კირცხალია თქმით, დიდი ხანია ზურაბიშვილი კონსტიტუციის ჩარჩოდან გავიდა და მისი ნებისმიერი განცხადება და ინიციატივა […]

რუსეთის ჯარები ქალაქ ტორეცკს მიადგნენ

ომის კვალი ქალაქ ტორეცკში. ივლისი, 2024 წელი. უკრაინის არმიის წარმომადგენელმა სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის ნაწილები ტორეცკის გარეუბნამდე გაიჭრნენ წინ.

გერმანიის გაერთიანების დღის ღონისძიებაზე საელჩომ მთავრობა და ოპოზიციური პარტიები არ მიიწვია

გერმანიის საელჩოში გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიწვეულნი არ ყოფილან. ამის მიზეზად ელჩმა მოახლოებული არჩევნები დაასახელა. ღონისძიება საელჩოში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თუმცა ელჩის კომენტარი დღეს გავრცელდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს პიტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების მნიშვნელობაზე და ამ მოვლენაში ევროკავშირის როლზე ისაუბრა. ამასთან, იგი ქართულ-გერმანულ პარტნიორობას, ასევე ხაზი გაუსმა […]