თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა

ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რამე სახელისუფლებო ვაკუუმი, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება , – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ის მიესალმება პრეზიდენტის მიერ წინმსწრებად გადადგმულ ნაბიჯებს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საკითხებზე მსჯელობა დაიწყონ. „ამ […]
იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახური ავრცელებს. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის თებერვლიდან დაიწყებს და აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტოფ ჰოისგენს შეცვლის. შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. 1-ელ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფელბში არაგვისპირი, ჭალის აგარაკები, ჩინთი, აგატი, საცხავატლო და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 16:02 საათამდე აბონენტებს წილკანში და მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ერედა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
ამერიკული ტურისტული კომპანიებისა და Forbes-ის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტუროპერატორებსა და „Forbes Magazine”-ის ჟურნალისტს მასპინძლობს. საქართველოში ინფოტური ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით შედგა. ტურის ფარგლებში ამერიკული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები თბილისის ტურისტულ ადგილებს გაეცნენ, შეხვედრები გამართეს ქართველ ტუროპერატორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ესტუმრნენ ქუთაისს და კურორტ საირმეს, სადაც სტუმრებმა იმერეთის მიმზიდველი ადგილები მოინახულეს და ადგილობრივ გასტრონომიას გაეცნენ. იმერეთის […]
5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ „მაგთიკომი“ მიიღებს

კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ „მაგთიკომი“ მიიღებს. კომპანიამ განაცხადი შემოიტანა ერთ კომბინირებულ ლოტსა და ცალკე მდგომ ლოტებზე 700, 800, 3410-3710 და 2600 მჰც დიაპაზონებში. კომბინირებულ ლოტებზე აუქციონები 18 ოქტომბერს, 700, 800, 3410-3710 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ცალკემდგომ ლოტებზე – 21 ოქტომბერს, ხოლო 2600 მჰცსიხშირულ დიაპაზონში ცალკემდგომ […]
LG Electronics-მა მესამე კვარტალში საოპერაციო მოგება 21%-ით შეამცირა

სამომხმარებლო ელექტრონიკის სამხრეთ კორეულმა მწარმოებელმა LG Electronics-მა , მესამე კვარტალში საოპერაციო მოგება 21%-ით შეამცირა დაახლოებით 751,1 მილიარდ ვონამდე ($558 მლნ), იტყობინება კომპანია თავის წინასწარ ანგარიშგებაში. ეს გამოწვეულია ლოჯისტიკისა და მარკეტინგული ხარჯების გაზრდით. კომპანიის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში კონტეინერების საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის საშუალო სატვირთო ტარიფი თითქმის 58%-ით გაიზრდება. LG-ის შემოსავალი სავარაუდოდ გაიზრდება 11%-ით ივლის-სექტემბრის პერიოდში და […]
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოში უზარმაზარი პოტენციალია, ქვეყანამ უნდა განაგრძოს მდგრადი ზრდა და განვითარება

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები – ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობაზე მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ვირჯინია მესინამ ისაუბრა. “ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან […]
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პრესსპიკერმა განაცხადა. კირ სტარმერს, ჯო ბაიდენს, ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს შორის შეხვედრა შაბათს, ბერლინში გაიმართება. „ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, 12 ოქტომბერს გერმანიაში „რამშტაინის“ 25-ე შეხვედრა […]
ეროვნულმა ბანკმა $48,5 მილიონი გაყიდა

„ბოლო დღეებში, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმიური გაცემის გამო. არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო“, – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში. ხვალიდან: · 1 დოლარი 2,723 ლარი ეღირება; · 1 ევრო კი – 2,9909 ლარი. ორ ყველაზე […]
საფრანგეთმა ოსამა ბინ ლადენის ვაჟის დეპორტაცია გადაწყვიტა

ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ყაიდას” დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟს საფრანგეთი იძულებით დაატოვებინეს და ქვეყანაში დაბრუნება აუკრძალეს. ომარ ბინლადენი წლების განმავლობაში ნორმანდიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და პეიზაჟებს ხატავდა. მისი დეპორტაცია სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კომენტარებმა განაპირობა, რომლებითაც, პოლიციის თანახმად, ის ტერორიზმს იწონებდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო რიტეილო ამბობს, რომ ბინლადენის საფრანგეთში დაბრუნების აკრძალვის ბრძანებას ხელი მან მოაწერა. […]