ნათია მეზვრიშვილი „გორბის“ კვლევაზე – “ქართული ოცნება” უკვე დამარცხებულია, მორიგი სიგიჟე გამოაქვეყნეს, თავს იმშვიდებენ – კობახიძის „საქმე წასულია”

ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო, რომ არჩევნებამდე დარჩენილი 19 დღე არ მოვანდომოთ წინ და უკან სიარულს და დრო არ დავკარგოთ , – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” პრეზიდენტთან ჩანიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა. მეზვრიშვილის განმარტებით, აქამდე არ ყოფილა კანდიდატებზე თუ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი, თუმცა მის გუნდს […]
არის მცდელობა, შეიზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება და უმცირესობათა უფლებები, რაც სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს – მიქსერი

ევროპარლამენტარმა, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა: ,,საქართველოსთან დიდი ხანია ვმუშაობ და თავს საქართველოს მეგობრად ვთვლი. ამ წლების განმავლობაში ყოველთვის მაოცებდა ქართველი ხალხის ერთგულება ევროკავშირის და ევროპული ფასეულობების მიმართ. სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეჭვის ქვეშ აყენებს ევროკავშირისკენ ამ მისწრაფებას. სადავო კანონების მიღება, […]
გვაფრთხილებდნენ: “გთხოვთ, ყურადღებით იყავით, ვინაიდან, ივანიშვილის რეჟიმი იმისთვისაა, რომ ძალაუფლება გაიტაცოს” – რიჰო ტერასი
ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა: “დემოკრატიასთან მიმართებით ვითარება საქართველოში ათწლეულზე მეტია უარესდება. ივანიშვილის მთავრობის პირველ წლებში მან და მისმა ქვეშევრდომებმა ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიული რეფორმების გზის გაგრძელების შესახებ გამოაცხადეს. ოპოზიციიდან ჩვენი ქართველი კოლეგების არაერთ დელეგაციას ვუმასპინძლეთ ამ შენობაში და ისინი დასაწყისიდანვე გვაფრთხილებდნენ: “გთხოვთ, ყურადღებით იყავით, ვინაიდან, ივანიშვილის რეჟიმი იმისთვისაა, რომ ძალაუფლება გაიტაცოს”. […]
სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, არ იქნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში – ურმას პაეტი

ევროპარლამენტის დეპუტატი ურმას პაეტი აცხადებს, რომ სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, საქართველოს ვერ ექნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში. „მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, საქართველოს მომავალი იხილონ ევროპაში. სწორედ ამიტომ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, მთავრობა ამის წინააღმდეგ მოქმედებს. ბოლო წლებში საქართველო დაშორდა ევროკავშირს და გაიზარდა რუსეთის გავლენა. გამჭვირვალობის კანონის და სხვა კანონების მიღების მიზანია, შეუტიოს კრიტიკულ ხმებს, შეზღუდოს […]
„საქართველოს ხელისუფლება ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებს“ – სვენ მიქსერი

ევროპარლამენტის დეპუტატი, სვენ მიქსერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ. მან ხაზი გაუსვა, რომ მოხიბლულია საქართველოს მოქალაქეთა ერთგულებით ევროპული კურსის მიმართ, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ამ განწყობას. „საქართველოს ხელისუფლება ამ მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებს“, – თქვა მიქსერმა. მიქსერის განცხადებითვე, მთავრობის მიერ რუსული და ანტი-ლგბტქ კანონების მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის […]
მთელი საქართველო ბიო ყურძენს ყიდის, რაც აბსურდია, არავინ მათ არ აკონტროლებს – “ფაფრის ველი”

მთელი საქართველო ბიო ყურძენს ყიდის, რაც აბსურდია, არავინ მათ არ აკონტროლებს – “ფაფრის ველი”
„გორბის“ კვლევა: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა. კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა: · „ქართული ოცნება“ – 59.5% · „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს […]
ფიზიკის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიკის დარგში მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ჯონ ჰოპფილდსა და ჯოფრი ჰინტონს გადაეცათ. მეცნიერებმა ნობელის პრემია მიიღეს აღმოჩენებისა და გამოგონებებისთვის, რომლებმაც მანქანური დასწავლის გაუმჯობესება ხელოვნური ნეირონული ქსელებით გახდა შესაძლებელი. ცნობისთვის, ჯონ ჰოპფილდი პრინსტონის უნივერსიტეტში მუშაობს, ჯოფრი ჰინტონი კი – ტორონტოს უნივერსიტეტში. შეგახსენებთ, 2023 წელს ნობელის […]
ანა ნაცვლიშვილი – პარტნიორებმა ნათლად დაინახეს, რომ „რუსულ ოცნებასთან“ ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, პირდაპირ ქართველ ხალხს ესაუბრებიან – ისინი ძალიან ღიად ამბობენ: „ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანთ“, „შეცვალეთ გზა“, „შეცვალეთ ეს ხალხი“

ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა ძალიან ნათლად დაინახეს, რომ „რუსულ ოცნებასთან“ ლაპარაკს აზრი აღარ აქვს და ისინი უკვე პირდაპირ ქართველ ხალხს ესაუბრებიან , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ სხდომას გამოეხმაურა. როგორც ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ ევროპა დგას ქართველი […]
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია

საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. იუროვას თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ლიდერებმა პოლარიზაცია შეამცირონ, ხოლო არჩევნები მშვიდობიან და ინკლუზიურ გარემოში უნდა ჩატარდეს. “საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია. […]