თბილისში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სადაც ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ მედიასთან განაცხადა, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა, სადაც ერთი პირი ცხოვრობს. მისი თქმით, ქალბატონი გამოყვანილი იქნა […]
დემჩენკო ბათუმის “დინამოს” მწვრთნელი აღარ არის

ბათუმის “დინამო” თავისი “ფეისბუქის” გვერდით იტყობინება, რომ მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო გადააყენეს: “დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. მადლობას ვუხდით ბატონ ანდრეის ჩვენს კლუბში გატარებული დროისთვის და სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ!” დემჩენკომ ბათუმის “დინამო” 2023 წლის 24 აგვისტოს ჩაიბარა. გუნდი 28 […]
დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ და ბოცვაძის ქუჩის N12-ში დაზიანებული სკვერების აღდგენა დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, დაზიანებული სკვერების რეაბილიტაცია ორ მისამართზე, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ და ბოცვაძის ქუჩის N12-ში დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, რეაბილიტირდა უსაფრთხოების მოაჯირები, მოეწყო საჩრდილობელი და განთავსდა საპარკე სკამები და ურნები. პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოიყო.
რუსი მესაზღვრეები ირან-სომხეთის საზღვრის დაცვას წყვეტენ

2025 წლის 1 იანვრიდან რუსი მესაზღვრეები შეწყვეტენ სომხეთისა და ირანის საზღვარზე გამშვებ პუნქტზე სამსახურს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. სომხეთში რუსეთის ეფესბეს სასაზღვრო დეპარტამენტი მოიცავს ოთხ სასაზღვრო რაზმს-გიუმრიში, არმავირში, არტაშატსა და მეგრიში. გარდა ამისა, შეხვედრაზე ფაშინიანმა წარმოადგინა პროგრამა “მშვიდობის გზაჯვარედინი”. ეს არის ერევნის მიერ შემოთავაზებული […]
უნივერსიტეტები, რომელთა კურსდამთავრებულებიც ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ

წარმატებული სტარტაპის დასაწყებად ახალგაზრდა ანტერპრენიორს მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს და მათ შორის უთუოდ ხვდება სწორი უნივერსიტეტის შერჩევაც. განათლების მაღალი დონე, ძლიერი რეპუტაცია და გავლენიანი კონტაქტები – ის უპირატესობებია, რომელთა მოცემაც უნივერსიტეტს შეუძლია. სწორედ ამიტომ, გამოცემა PitchBook ყოველწლიურად იმ უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს, რომელთა კურსდამთავრებულები, საბაკალვრო თუ სამაგისტრო/სადოქტორო მიმართულებით, ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ. რეიტინგი სტარტაპების მიერ ბოლო […]
საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს – შემოსავლების სამსახური

„საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს“ – ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. „ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სატრანზიტო დერეფანი მკაცრად კონტროლდება იმ […]
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სპორტულ შეჯიბრებებს დაესწრო

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. კერძოდ, პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორხევში დელეგატი დაესწრო ფეხბურთელ ვახო ფანგანის სახელობის ტურნირს მინიფეხბურთში, რომელიც უკვე წლებია სხვადასხვა რაიონების ახალგაზრდებს შორის იმართება. “ასევე, წმინდა ბარბარეს დასახლებაში ვარლამ ლიპარტელიანი დაესწრო ვიტალი დარასელიას სახელობის ჩემპიონატს მინიფეხბურთში, რომელსაც ასევე ტრადიციული […]
“არჩევნები, მთავრობის ანტიდემოკრატიული რიტორიკა” – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოზე

“დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში” – ამ სახელწოდებით ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მოხსენებით წარსდგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა. მან ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, მმართველი გუნდის ანტიევროპულ რიტორიკასა და 2024 წლის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ძლიერი ტესტია საქართველოს დემოკრატიისთვის. მისივე თქმით, მთავრობის ცრუ ბრალდებები და დეზინფორმაცია “მეორე ფრონტთან” დაკავშირებით […]
აუსტრევიჩუსი: მთავრობამ ქვეყანა არაევროპული მიმართულებით წაიყვანა, თავი მოიქცია იზოლაციაში

საქართველოს ხელისუფლების რიტორიკამ ქვეყანა წაიყვანა განსხვავებული, არაევროპული, არადასავლური მიმართულებით. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ქვეყნის წინაშე აღებულ ვალდებულებებზე და აღმოსავლეთის პოპულიზმის გზას დაადგა. საჯარო ისტერია, რომელიც შექმნა მმართველმა პარტიამ, მაგალითად “ოჯახურ ღირებულებებზე”, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიდრეკილებას ულტრარადიკალური პოპულიზმისკენ. […] პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან, აშშ-სთან ძირითადად შეწყვეტილია, საქართველოს ხელისუფლებამ თავი იზოლაციაში მოიქცია. მნიშვნელოვანია, საქართველომ აღადგინოს ევროპული მისწრაფება. […]
“ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შეფასება, სანქციები ივანიშვილს” – რეზოლუციის საბოლოო პროექტი

9 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის საბოლოო პროექტს უყრიან კენჭს. რეზოლუციის ტექსტები ევროპარლამენტის სხვადასხვა ჯგუფებს ჰქონდათ მომზადებული, ჯამში, მომზადებული 7 ტექსტიდან – ევროპარლამენტარები ერთ საერთო ვერსიაზე შეთანხმდნენ. რეზოლუციის საერთო ტექსტში მოხვდა ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების შესახებაც. კერძოდ, ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს “მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრისა და ქვეყნის რუსეთისკენ მიბრუნების […]