საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება. “არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მასში ასაევე აღნიშნულია, რომ საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – […]

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებს შეეხებოდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე. მისივე თქმით, რეგულირებად სექტორებში დადგენილია […]

“შარშან წარმატებას ამიტომ ვერ მივაღწიეთ” – ლობოტკამ გასულ სეზონზე ისაუბრა

“ნაპოლის” ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუში “პარტენოპეის” გასული სეზონის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი დაასახელა. “ეს სეზონი შეიძლება ჩვენთვის დაუვიწყარი გამოვიდეს, თუმცა წინ უამრავი თამაში გველოდება. რატომ ვერ მივაღწიეთ წარმატებას გასულ სეზონში? იმის გამო, რომ 2 წლის წინ სკუდეტო მოვიგეთ, საკმარისად მონდომებულები აღარ ვიყავით. კონტემ ჩვენი განწყობა შეცვალა, ასევე ფეხბურთელების დონე გააუმჯობესა, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. […]

2025 წლის ბოლომდე ქალაქ ხაშურს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება – ირაკლი ქარსელაძე

,,მაღალი ტემპით მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტზე მუშაობა. 200 კმ ქსელიდან 150 კმ უკვე მოწყობილია. პროგრესია წყალარინების მიმართულებითაც, სადაც სამუშაოების 40 % დასრულებულია. 2025 წლის ბოლომდე ქალაქ ხაშურს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. წყალარინების მიმართულებით კი სამუშაოები გაგრძელდება“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ ხაშურში წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. ქალაქ […]

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი 9 თვეში 20%-ით შემცირდა – Galt&Taggart-ში მიზეზებს განმარტავენ

Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსის კახა სამყურაშვილის თქმით, მიმდინარე წლის ბათუმში გაყიდვები 20%-იან კლებას აჩვენებს. გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას სამყურაშვილმა გამომწვევ მიზეზებს შორის ქვეყნის შიგნით არსებული არასტაბილური გარემო, მიგრანტების ეფექტის შენელება და იპოთეკურ სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები დაასახელა. „ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერული კომპანიების გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით დაახლოებით 20%-იანი კლებაა […]

საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მასალა განახლებადია

წარსულში “ოცნების” მომხრე ბიზნესმენი რეკეტზე საუბრობს და მთავარ პროკურორს დებატებში იწვევს

წარსულში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ხელისუფლების მხრიდან რეკეტზე საუბრობს და გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს საჯარო დებატებში იწვევს. დებატებზე უარის შემთხვევაში, ჩიკვაიძე მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე პროკურატურასთან დემონსტრაციების დაწყებით იმუქრება. მისი თქმით, ის გაასაჯაროებს ხელისუფლების მხრიდან 6 ბიზნესის დარეკეტების ფაქტებს. ასევე მისი თქმით გაასაჯაროებს არაერთ სხვა საქმეს, რაც ივანიშვილის მხარდამჭერობის პერიოდში, „ნებით […]

ბრაზილიამ განბლოკა სოციალური ქსელი X-ი, რისთვისაც მასკმა 5 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა გადაიხადა

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ განბლოკა სოციალური ქსელი X-ი (ყოფილი ტვიტერი) მას შემდეგ, რაც ქსელის მფლობელმა ილონ მასკმა გადაიხადა ფულადი ჯარიმა – 28,6 მილიონი რეალი (5,1 მილიონი დოლარი). ეს გამომდინარეობს სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზიდან. მასში ნათქვამია, რომ მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესმა “სოციალური ქსელის საქმიანობის აღდგენის ნებართვა გასცა.” X-ის განბლოკვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სოციალური ქსელი დასთანხმდა, […]

კახა კალაძე წყნეთის გზატკეცილზე – საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია, ადრე მშობელს ეტლით ვერ გადაჰყავდა ბავშვი, ახლა კი ფეხით მოსიარულეებს უწყვეტად შეუძლიათ გადაადგილება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. დედაქალაქის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან, ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე განხორციელდა. რეაბილიტირებული მონაკვეთი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. როგორც მერმა აღნიშნა, გაზაფხულზე დაიწყება ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. „პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რადგან მართლაც […]

რატი იონათამიშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საქართველოს ღირსების ოკუპაციის მცდელობა, რაც არავის გამოუვა, ვინაიდან, ჩვენ ვართ ამაყი და ღირსეული ერი და ქვეყანა

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საქართველოს ღირსების ოკუპაციის მცდელობა, რაც რასაკვირველია, არავის გამოუვა, ვინაიდან, ჩვენ ვართ ამაყი და ღირსეული ერი და ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ევროპარლამენტში 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ შიდა და გარე აქტორების რეალურ ზრახვებს, რაც მათ საქართველოს და […]